ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2016


სველი ტროტუარი

წვიმა, სველი ტროტუარი, რუსთაველის გამზირი,
მწვანე ფერის მოსასხამი, მთელი კვირის აფიშა.
მხოლოდ ხელი ჩამომართვი, კოცნა აფას-აძვირე,
მხოლოდ ხელი ჩამომართვი, ისიც მალე გამიშვი.

წვიმა,
სველი ტროტუარი,
ახლა რამის დრო თუ არი,
მხოლოდ სიახლოვის, გოგო,
როგორ ვერა ხვდები, როგორ?!

წვიმა, სველი ტროტუარი, ჭავჭავაძის პროსპექტი,
არშემდგარი საუბარი, უხალისო დეჟავუ...
თითქოს ძველი ჩაწერილით ხელმძღვანელობ კონსპექტით,
როგორც სრული ხუთოსანი, ან ბეჯითი მეჟამე.

წვიმა,
სველი ტროტუარი,
ახლა რამის დრო თუ არი,
მხოლოდ ერთად ყოფნის, გოგო,
როგორ ვერა ხვდები, როგორ?!

წვიმა, სველი ტროტუარი, წერეთელი ავენიუ,
მოთმინების ზღვართან მდგომი განცდა უმომავლობის.
ფრთებშესხმული მოვედი და წყალშესხმული წავედი,
შენი სიამაყისა და კონსპექტების წყალობით.

წვიმა,
სველი ტროტუარი,
ახლა მაგის დრო თუ არი,
როცა წლები მიჰქრის, გოგო,
როგორ ვერა ხვდები, როგორ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები