 | ავტორი: ფაუსტოელი ჟანრი: პოეზია 14 აპრილი, 2016 |
აღარ ვიოცნებებ... აღარ დავწერ მითებს შენამდე,მელოდონ დღეებმა... მგზავრივით რომელსაც იმედიც არ დარჩა, აღარ ვიპაექრებ სიცოცხლესთან....რწმენას ამოვიგლეჯ გულიდან,ნუ იცინი.. სიგიჟეც ნიჭია, დროც მოკვდება გეფიცები...ოცდამეერთე დავუთვალე თავზე ჭაღარა, მარტო სიზმრები გადარჩა, სიზმრები რომელიც ფანჯარასთან მოპარულმა საზიზღარმა მზემ წამართვა... დიდოსტატივით შეგნებულად მკლავს მომიჭრიან.
აღარ გავიცინებ შეშლილივით....სევდას შეშურდება....ეშმაკსაც წაუღია ემოცია, კი ბატონო, გაცრეცილ ხელებში შემომაკვდა ოქტომბერი...დაავადებულა, სულთლად ყვითელია, სულში შევირჩინე ცოდვები...ნებისყოფაც გამეხიზნა უთავბოლოდ,ის სამყაროც არ წამართვა უფალო, სიკვდილის შემდეგ რომ უნდა ვიბატონო, ეშმაკსაც წაუღია ის ბილიკები მოგონების...მე და შენ,მე და შენ ვინ იცის ოცნებები რამდენი გვითელია.
რას ვეძებდი დამავიწყდა...წვიმასთან მყვარებია ხეტიალი, გრძნობის ჯიბრზე, მიამიტია ეპოქიდან სუყველა წამი....ვითვლი შეცდომებს..აღარ გავაღებ იმედების მძიმე დარაბას, უმისამართოდ გავეჩხირე სამყაროს ღერძზე...შემდეგი მე ვარ გოლგოთაზე ცოდვილთა რიგზე, არა აღარ დავწერ.... მაგრამ ეს ლექსი? ეს ლექსი...კარგი ჯანდაბას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. არა, აღარ დავწერ.... მაგრამ ეს კომენტარი? ეს კომენტარი...კარგი ჯანდაბას:)
სიგიჟეც ნიჭია არა, აღარ დავწერ.... მაგრამ ეს კომენტარი? ეს კომენტარი...კარგი ჯანდაბას:)
სიგიჟეც ნიჭია
1. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს-და არის ლოგიკური კავშირი სტრიქონებს შორის, მაინც უთავბოლოდ ჩაყრილ ფრაზებს გავს :)
არადა, რამდენიმე ისეთი კარგი იყო... თუნდაც, ეს:
"დროც მოკვდება ,გეფიცები...ოცდამეერთე დავუთვალე თავზე ჭაღარა,
მარტო სიზმრები გადარჩა,"
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს-და არის ლოგიკური კავშირი სტრიქონებს შორის, მაინც უთავბოლოდ ჩაყრილ ფრაზებს გავს :)
არადა, რამდენიმე ისეთი კარგი იყო... თუნდაც, ეს:
"დროც მოკვდება ,გეფიცები...ოცდამეერთე დავუთვალე თავზე ჭაღარა,
მარტო სიზმრები გადარჩა,"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|