 | ავტორი: ბ.ზაქაიძე ჟანრი: პოეზია 14 აპრილი, 2016 |
მოხვალ საღამოს დაღლილ თვალებით, მიჩვენებ წვიმით გათოშილ თითებს, თითქოს გინდა, რომ გადავითვალო თითო სიცივეს თუ როგორ ითმენ.
იტყვი, რომ წვიმდა ოღონდ ცოტახნით, წვიმის წვეთებში ცურავდა ქუჩა. ჩემი თვალები – მყუდრო ოთახი უშენოდ ყოფნას ძლივს გადაურჩა.
მოხვალ, უბრალოდ მომაპყრობ მზერას ყველფერს მეტყვის წრფელი მიმიკა, თებერვლის ფონზე გაგათბობს “მზე რას?!” და ვფიქრობ დროა მკერდთან მიგიკრა...
თითო სიცივეს როგორც ითმენდი, დაკარგა აზრი თითებზე ათვლამ, მეჭირა მშვიდად შენი თითები და ჩემს ხელებში ნელ-ნელა გათბა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|