 | ავტორი: ინი ჟანრი: პოეზია 17 აპრილი, 2016 |
სამყოფი ვწერე, ღამეებზე, როცა მუნჯივით- ვიდექი ზურგით სამყაროსგან და ბოლთას ვცემდი, გულზე მკვდარივით ვიკრეფდი ხელებს, (სასაცილოა, რომ სიცოცხლე სხვა მკვდრებს ვურჩიე) გწამდეთ თქო. . სახლში მისულმა კი უფალი ღმერთი-
ათასჯერ მაინც გავაკარი კედელზე ბრაზით- საყვედურებით, ვაყვედრებდი რამეთუ შემქმნა- მომხედე მეთქი, ნანგრევებად ვაქციე სახლი- რომელშიც ღმერთის დავიჯერე და სადღაც შემრცხვა- უმადურობის, სინდისი კი გაჩუმდა მაშინ, როცა მიზეზად მოვიდე რომ დღეს კარგად ვერ ვარ. .
ვხუჭავ თვალებს და მესიზმრება მოხუცი კაცი, წყაროსთან ვზივარ და ვტირი რომ წყურვილით ვკვდები, ბავშვივით მკოცნის და ჭიქას მაწვდის, ისევ სინდისი მაწუხებს რომ კეთილი ღმერთი- ჩამოდის ციდან, როცა სულელს არ მყოფნის გონი რომ ჭიქისაკენ წავიღო ხელი-
რომ დასანახი დავინახო, არამედ ცრემლებს- ვყრი და დამლაშდა წყაროს წყალი ამდენი დარდით, ჩემო, უღმერთო ღამეებზე სამყოფი ვწერე- გისიზმრებ, ზიხარ წყაროს თავზე და ჭიქას გაწვდი. .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ,,სისულელეა ღმერთს თხოვდე კაცი იმას რის მოპოვებაც თვითონ შეგიძლია,, დემოკრიტე ,,სისულელეა ღმერთს თხოვდე კაცი იმას რის მოპოვებაც თვითონ შეგიძლია,, დემოკრიტე
8. არაფერს ვიტყვი..
5..!
არაფერს ვიტყვი..
5..!
6. ჰო...სიყვარულია თავად ღმერთი... ჩვენ კი...:( კარგი იყო...:-* ჰო...სიყვარულია თავად ღმერთი... ჩვენ კი...:( კარგი იყო...:-*
5. დავით კვიტატიანი, შენს კომენტარს შემოვყევი ახლა. ჩვევას ვუღალატე. როგორც წესი კერ ნაწარმოებებში შევდივარ ხოლმე და იქ ვარჩევ რა წავიკითხო.
მართლა ძალიან მაგარია, როგორ მომეწონა. ინი, ყოჩაღ შენ! 5.
დავით კვიტატიანი, შენს კომენტარს შემოვყევი ახლა. ჩვევას ვუღალატე. როგორც წესი კერ ნაწარმოებებში შევდივარ ხოლმე და იქ ვარჩევ რა წავიკითხო.
მართლა ძალიან მაგარია, როგორ მომეწონა. ინი, ყოჩაღ შენ! 5.
4. ეს გოგონა ძალიან მაგრად წერს! აი, ზუსტად ასეთი ლექსები უნდა წავიკითხო ხოლმე ძილის წინ :) 5!
მივაქციოთ ყურადღება! :) ეს გოგონა ძალიან მაგრად წერს! აი, ზუსტად ასეთი ლექსები უნდა წავიკითხო ხოლმე ძილის წინ :) 5!
მივაქციოთ ყურადღება! :)
3. რა კარგია :)
რა კარგია :)
2. კარგია, რაღაცნაირად... კარგია, რაღაცნაირად...
1. ეს სევდიანი და თავისებური ლექსია, ცოტა უცნაურად სუბიექტურიც. საინტერესოც. ეს სევდიანი და თავისებური ლექსია, ცოტა უცნაურად სუბიექტურიც. საინტერესოც.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|