 | ავტორი: ფაუსტოელი ჟანრი: პოეზია 20 აპრილი, 2016 |
ვიცი რომ ხშირად მელოდები დედა გზისპირას, წვიმაში,ქარში გაცრეცილი,თხელი მოსაცმლით, უთუოდ მოვალ გეფიცები,არ ვიცი როდის... არ ვიცი რადგან ჩვენ ორთავე ვშიშობ დროს ავსცდით. ლეღვი დამწიფდა დედაჩემო? მომნატრებია, თურმე წარსული როგორ გვტკივა ადამიანებს, ჩვენი ორღობე,ჭალის ბოლო მომნატრებია, ეჰ, ღმერთო ჩემო, ეს რამდენი დავაგვიანე. რა ხდება ახლა ჩვენს ქუჩაზე? რა ამბებია? გირჩების სუნით იფაკლება ალბათ ტყე-ველი, ნეტა, ის გოგო როგორ არის? თა.ლო ხომ გახსოვს? იქნებ გათხოვდა ან შენსავით დღესაც მე მელის. სოფლის ბირჟაზე ალბათ ისევ იკრიბებიან, ხომ არ დაბერდნენ ჩვენი შუკის თეთრი ცხენები, შეიცვლებოდა რამდენი რამ შეიცვლებოდა, მითხარი, ბიჭებს ხომ ვახსოვარ,ხომ მიხსენებენ. ვნატრობ წყაროს წყალს ამოხეთქილს ჩვენი მიწიდან, ნეტავ, შემეძლოს დავუკოცნო ყლორტი ვენახებს, რას არ მივცემდი დარჩენილი დამპალ წლებიდან, ოღონდაც ახლა ერთი წუთით მაინც მენახეთ. ვიცი,რომ ხშირად მელოდები დედა გზის პირას, ის ყველა ჩვენი მონატრება ფიქრებს მიანდე, ნუ მიცდი, თხელი მოსაცმელით დედა ავდარში, არ გამიცივდე,შეიძლება დამაგვიანდეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. დედაზე ლექსის წერისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოს კაცი. ბეწვის ხიდია. მინიმუმ ესენინი უნდა იყო, ვის ლექსსაც საეჭვოდ ჰგავს ზემოთწარმოდგენილი. დედაზე ლექსის წერისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოს კაცი. ბეწვის ხიდია. მინიმუმ ესენინი უნდა იყო, ვის ლექსსაც საეჭვოდ ჰგავს ზემოთწარმოდგენილი.
8. ძალიან ემოციური, სადა და უმაგრესი ფინალის მქონე ლექსია :)
დასაწყისმა ცოტა შემაფერხა, მაგრამ ეგ არაფერი :) აქ ხელის შევლებაზე ალბათ საუბარიც არ უნდა იყოს, რაც დაიწერა, დაიწერა! ძალიან ემოციური, სადა და უმაგრესი ფინალის მქონე ლექსია :)
დასაწყისმა ცოტა შემაფერხა, მაგრამ ეგ არაფერი :) აქ ხელის შევლებაზე ალბათ საუბარიც არ უნდა იყოს, რაც დაიწერა, დაიწერა!
7. ესენინი
"Что ты часто xодишь на дорогу В старомодном ветxом шушуне."
ფაუსტოელი
"ვიცი რომ ხშირად მელოდები დედა გზისპირას, წვიმაში,ქარში გაცრეცილი,თხელი მოსაცმლით,"
დასტური იასონს, ესენინის ლექსთან მსგავსებაში, თუ ერთი-ერთობაში.
ესენინი

6. იასონს მახვილი თვალები ქონია რა შედარებები გააკეთა,არაფრით ყველაფერი შექმნა.დასაფასებელია ეს ))) იასონს მახვილი თვალები ქონია რა შედარებები გააკეთა,არაფრით ყველაფერი შექმნა.დასაფასებელია ეს )))
5. მადლობთ )))
მადლობთ )))
4. კარგია ჯიმა <3
ჰო იმ ლექსს ვამუშავებ იასონ.
არაფრით გავს ჩემი ლექსი ამას.
რასაც ვწეთ ჩვენი სული ამოძახილია, შეიძლება ზოგჯერ რაღაცეებიც დაემთხვევს მაგრამ რომ შევასწორ გადმკვასწოროთ თავს დავკარგავთ :)
ეს დიდებული ლექსია. კარგია ჯიმა <3
ჰო იმ ლექსს ვამუშავებ იასონ.
არაფრით გავს ჩემი ლექსი ამას.
რასაც ვწეთ ჩვენი სული ამოძახილია, შეიძლება ზოგჯერ რაღაცეებიც დაემთხვევს მაგრამ რომ შევასწორ გადმკვასწოროთ თავს დავკარგავთ :)
ეს დიდებული ლექსია.
3. საინტერესოა, ფრიად საინტერესო...
სერგეი ესენინი - წერილი დედას (ბექა ხერგიანის თარგმანი)
კვლავ ცოცხალი ხარ ჩემო ბებერო? მეც ვცოცხლობ ასე... მოკითხვას გითვლი! დე! ლაჟვარდები, შენს ქოხს ეფერონ, იმ საღამოსფრად... – მოგიხსნან ტვირთი.
მწერენ, რომ დარდობ, დარდს კი არ ამხელ... და რომ მნატრულობ ხშირად უფრორე, რომ ისევ იცვამ იმ ძველ ტანსაცმელს და გზას გაჰყურებ: "ნეტავ თუ მოველ?..".
ლურჯ სიმწუხრეში – საღამო ხანს კი, ერთი ფიქრით ხარ სულ გარინდული: თითქოს დუქანში, დამთვრალმა არყით, მკერდში მატაკა დანა ფინური.
არაფერია! დამშვიდდი დედა და ნუ აჰყვები უაზრო ბოდვებს. არც ისე შტერი ვარ - ჩემდა ბედად: შენს უნახავად, ავდგე და მოვკვდე.
კვლავინდებურად, ისევ ნაზი ვარ, ამას ვინატრი მხოლოდ და მხოლოდ, რომ სევდას, უკვე ნაკლებ აზრიანს, მანდ გამოვექცე – ჩვენ სადაც ვხოვრობთ.
მე დავბრუნდები, როს გაშლილ ტოტებს – გაზაფხულისას, ქარი გაწიწკნის. გამთენიისას – ოღონდ იცოდე! – ნუ გამაღვიძებ, როგორც რვა წლის წინ.
ნუ გააღვივებ იარებს - ჩამქრალთ, ნუ მოიგონებ ვერამხდარ ნატვრებს – არც დანაკლისზე, დაღლაზე არ თქვა, რაც ჩემს ცხოვრებას გულუხვად ვმატე.
ნუღარ მასწავლი ლოცვასაც. კმარა! ნუ განვაახლებთ განვლილს – რაც იყო. ხსნაც, სიხარულიც – შენა ხარ მარად, მხოლოდ შენა ხარ, ჩემი მზის სითბო.
მაშ დაივიწყე დარდი, – დააცხრე, ნუ ნაღვლიანობ! – ჩემზე უფრორე! და ნუ ჩაიცვამ იმ ძველ ტანსაცმელს... გზას ნუ გაჰყურებ: "ნეტავ თუ მოველ?.."
ჯანო შენგელიას ერთი ლექსი იყო კიდევ და აღარ არის რატომღაც
"მითხარი, ბიჭებს ხომ ვახსოვარ,ხომ მიხსენებენ." ვაჰ... ძალიან ემთხვევა არა მარტო ემოციები, არამედ სიტყვებიც
ხო, ჯანოსთან ლეღვის ნაცვლად მსხალი იყო :) საინტერესოა, ფრიად საინტერესო...

ხო, ჯანოსთან ლეღვის ნაცვლად მსხალი იყო :)
2. გენაცვალე...:-* ვაიმე ოთხს დამეჭირა...ადმინ გთხოვ გადაასწორე... ხუთს კი რა, ხუთჯერ ხუთს დავუწერდი, რომ შემეძლოს... საოცარი ემოციით...სევდით ამავსო...:-* გენაცვალე...:-* ვაიმე ოთხს დამეჭირა...ადმინ გთხოვ გადაასწორე... ხუთს კი რა, ხუთჯერ ხუთს დავუწერდი, რომ შემეძლოს... საოცარი ემოციით...სევდით ამავსო...:-*
1. ნიკაა დამბურძგლა <3 +2 ნიკაა დამბურძგლა <3 +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|