ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2016


მაწყვალთის წვიმიანი გაზაფხულის სიყვარულის დღეს

ვხედავ წვიმებით შეხვდა მაწყვალთა
ამ გაზაფხულის აპრილის თხუთმეტს
ვერ მოიშორა თოვლი - გაწვალდა
მაგრამ გული ჯერ დუმილით უთმენს.

ორპირს თოვლია, თუმცა მერე რა
ბარად ხომ მაინც ყვავის ატამი,
ტყემლებს წვიმისგან ცრემლი ერევათ
გალობს გუგული - ხმა აქვს თამამი.

მწვანე მინდორის ფაფუკ საწოლში
გაუღვიძიათ უკვე ბაიებს,
მეც ჩემს სიყვარულს წვიმით გათოშილს
მივუძღვნი ახლა უკვდავ არიებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები