ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალექსანდრე-56
ჟანრი: თარგმანი
19 აპრილი, 2016


ჯალალ ედ-დინ რუმი, ყაზალი

სულს ნამდვილი სიყვარულის
არსობა თუ არსად არ აქვს,
მის შერცხვენილ ყოფნას აზრი
თვით არყოფნის მსგავსად არ აქვს.
თრობა არის ტრფობის წესი,
უმწიკვლო და უწმინდესი,
ვისაც არ სწამს ტრფობის არსი,
მას სიცოცხლე გარსად არ აქვს.
თავად არსი სიყვარულის
არის ქონა ლაღი სულის...
მხოლოდ ლაღმა იცის რა გზას
სდიოს ანდა გზა სად არ აქვს.
სიყვარულის მეუფება,
ორ სამყაროს1 ეუფლება,
მფლობელს არ ჰგავს იმ შფოთვით, თუ
ფლობა სად აქვს და სად არ აქვს.
მეტრფესათვის ტრფობა მისი
არს უკუნით უკუნისი,
ის თავის გზას გულით მისდევს,
რადგან სხვა გზა წასვლად არ აქვს.
ოდეს ეტრფი მავან მოკვდავს,
სდევ ამაო ტრფობის როკვას,
სულის როკვას სდიე, რადგან
მას სასრული არსად არ აქვს.
გაზაფხულის დაბადება,
შემოდგომის კვნესით კვდება,
სიყვარულის ყვავილნარს კი
შობა კვდომის ფასად არ აქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები