ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2016


* * *

აპრილს უხდება წვიმა,
საარაგვოში თქეში...
საორბის მთიდან ნისლებს
რომ ჩამოჰყვება ხევში.
მწვანედ ატეხილ ფერდობს
ჩამოპარული შურთხი,
ამოფრენილი გნოლის
ხმა რომ აკრთობს და უფრთხის.
როგორ უხდება, როგორ
აყვავილება დეკას,
ხარი ირემის ზმუილს
ფურებს რომ გადმორეკავს!
მოსწყურებია აპრილს
ნავარდი ფშავის მთებში,
ხან მინდვრის ნამად ყოფნა
ხან ცისარტყელად მზეში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები