სინაზით, სიქველით სავსე გამოცხადდება ხოლმე, ჩემი ძვირფასი, როცა სხვებს სალამს უძღვნის. ამ დროს ვერავინ ბედავს: მზერა მასზე თამამი სცადოს; და მეტყველებას ყველა მეტყველი ენა ტოვებს.
თუმც მორჩილების სამოსს გრაციოზულად იხდენს, მოდის და ისმენს მიძღვნილ ქათინაურს და ხოტბას, ჩნდება არსება, თითქოს, თვითონ განგებამ შობა, რომ ზეციური მადლი მის არსში გამოვლინდეს.
ასე საამოდ ხიბლავს ყველას, ვინც კი მას უცქერს, ის კი ზღვა სიფაქიზეს გულებს თვალებით უძღვნის, რომელსაც ვერვინ იგებს, გულითვე იგრძნო თუ არ;
და იკვეთება ტუჩთა მოძრაობაში უმალ, ამ სიყვარულით სავსე უნატიფესი სული, რომელიც უხმობს ჩემს სულს: "სულო ამოისუნთქე."
"So gentle and virtuous she appears"
So gentle and virtuous she appears, My lady, when greeting other people That every tongue tremblingly grows silent, And eyes do not dare gaze upon her.
She passes by, hearing herself praised, Graciously clothed with humility, And she appears to be a creature who has come From heaven to earth to show forth a miracle.
She shows herself so pleasing to her beholders, That she gives through the eyes a sweetness to the heart, Which no one can understand who does not feel it;
And it appears that from her lip moves A tender spirit full of love, Which says again and again to the soul: "Sigh."
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა, ბატონო მიშა, შენიშვნებისთვის! :) საკმაოდ დიდი პაუზა მქონდა მთარგმნელობით საქმეში და უფრო მეტ შენიშვნებსაც ველოდი, რაღა დაგიმალოთ. :) დიდი მადლობა, ბატონო მიშა, შენიშვნებისთვის! :) საკმაოდ დიდი პაუზა მქონდა მთარგმნელობით საქმეში და უფრო მეტ შენიშვნებსაც ველოდი, რაღა დაგიმალოთ. :)
1. ბექა, სხვა თუ არაფერი, მარტო იმიტომაა აღსანიშნავი ეს თარგმანი - დანტეს რომ შეეჭიდება კაცი :)
გარდა ამისა, ულაპარაკოდ საინტერესო მცდელობაა... თუმცა, მე მხოლოდ ცნობილი რუსული თარგმანების მიხედვით შემიძლია გამოვიტანო დასკვნა იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც თავად მიგიმართავს ინგლისური თარგმანისთვის :)
ვფიქრობ, ყველა ვარიანტში, უმჯობესია ორიგინალი დაიდოს აქ... ან, "გამტარი" მთარგმნელის სახელი მაინც მიეწეროს ინგლისურს - არ იყო ეგ კაცი უბრალო ვინმე :)
ორიოდე შენიშვნა მაქვს:
1. "სინაზით, სიქველით სავსე გამოცხადდება ხოლმე," - მინიშნებაც კი არ არის ბეატრიჩეს სიქველეზე და ალიგიერს არც არასოდეს უხსენებია საოცნებო ქალის ხასიათის ეს ნიუანსი. ქართული ვერსიებიდან, ალბათ კეთილშობილება ყველაზე ახლოსაა საურველ მახასიათებელთან;
2. "თუმც მორჩილების სამოსს გრაციოზულად იხდენს," - დანტე ამ შემთხვევაში ბეატრიჩეს ზიზილ-პიპილებით გადაუტვირთავ სამოსზე ამახვილებს ყურადღებას, რათა მისი უბრალოება, თავმდაბლობა გამოხატოს... "მორჩილის სამოსი" - ვფიქრობ, ქართულად სულ სხვა ასოციაციებს იწვევს;
3. "ჩემი ძვირფასი, როცა სხვებს სალამს უძღვნის." - "My lady" - ჩემი ქალბატონი - მოდის ორიგინალიდან "la donna mia" - ტერმინი, რომელიც იტალიელებმა ღმერთის სტატუსს გაუთანაბრეს, ზოგადად იტალიურში ისე საშვილიშვილოდაა გამჯდარი და იმდენად აღმატებული ხარისხით გამოირჩევა, რომ ვერა "ძვირფასი", ვერა "უძვირფასესი", მას ვერ უტოლდება. ვფიქრობ, ქართული "ჩემი ქალღმერთი" ყველაზე ახლოსაა იმასთან, რისი თქმაც დანტეს უნდოდა... ბექა, სხვა თუ არაფერი, მარტო იმიტომაა აღსანიშნავი ეს თარგმანი - დანტეს რომ შეეჭიდება კაცი :)
გარდა ამისა, ულაპარაკოდ საინტერესო მცდელობაა... თუმცა, მე მხოლოდ ცნობილი რუსული თარგმანების მიხედვით შემიძლია გამოვიტანო დასკვნა იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც თავად მიგიმართავს ინგლისური თარგმანისთვის :)
ვფიქრობ, ყველა ვარიანტში, უმჯობესია ორიგინალი დაიდოს აქ... ან, "გამტარი" მთარგმნელის სახელი მაინც მიეწეროს ინგლისურს - არ იყო ეგ კაცი უბრალო ვინმე :)
ორიოდე შენიშვნა მაქვს:
1. "სინაზით, სიქველით სავსე გამოცხადდება ხოლმე," - მინიშნებაც კი არ არის ბეატრიჩეს სიქველეზე და ალიგიერს არც არასოდეს უხსენებია საოცნებო ქალის ხასიათის ეს ნიუანსი. ქართული ვერსიებიდან, ალბათ კეთილშობილება ყველაზე ახლოსაა საურველ მახასიათებელთან;
2. "თუმც მორჩილების სამოსს გრაციოზულად იხდენს," - დანტე ამ შემთხვევაში ბეატრიჩეს ზიზილ-პიპილებით გადაუტვირთავ სამოსზე ამახვილებს ყურადღებას, რათა მისი უბრალოება, თავმდაბლობა გამოხატოს... "მორჩილის სამოსი" - ვფიქრობ, ქართულად სულ სხვა ასოციაციებს იწვევს;
3. "ჩემი ძვირფასი, როცა სხვებს სალამს უძღვნის." - "My lady" - ჩემი ქალბატონი - მოდის ორიგინალიდან "la donna mia" - ტერმინი, რომელიც იტალიელებმა ღმერთის სტატუსს გაუთანაბრეს, ზოგადად იტალიურში ისე საშვილიშვილოდაა გამჯდარი და იმდენად აღმატებული ხარისხით გამოირჩევა, რომ ვერა "ძვირფასი", ვერა "უძვირფასესი", მას ვერ უტოლდება. ვფიქრობ, ქართული "ჩემი ქალღმერთი" ყველაზე ახლოსაა იმასთან, რისი თქმაც დანტეს უნდოდა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|