ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფაუსტოელი
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2016


***

სულ ღამით,სულ დილით,სულ დილით,სულ ღამით,
არეულს,ნამთვრალევს ვცდილობდი მერქმია,
და ქვემოთ მოჭერით იმატებს მუღამი,
ღვთისმშობელს ვამსგავსებ,ფითრდება ექიმი.
ჭუჭყიან უნიტაზს ვუწმინდავ სახელოს,
ოფლივით ჩავწურავ ტილოთი და წუხელ,
რა მოხდა ჩვენს შორის,უბრალოდ გავცივდი,
და ახლა ხველებით მეზობლებს,ვაწუხებ.
გაფინეს სარეცხი, ამ (ღ) იაფასსიან,
მავთულზე გაჭიმულ ნერვს ლოკავს ბალკონი,
მე გიჟს ნუ მეძახით,ეს თქვენ ხართ გიჟები,
დღესავით მელევა დეკემბრის,ფლაკონი.
აორტებდაჭრილი შენს ჯვარცმას ვეხსნები,
ზეცამდე ვერ ახვალ,კიბესაც მიადგამ,
ჩემს ყოველ დათრობას ხმამაღლა აღიქვამ,
და ფეხებს აბრალებ,რომ დამაგვიანდა.
რომ დამაგვიანდა ნესტიან ოთახში,
გჯეროდა,გესმოდა,გწამდა და გიკვირდა,
ჭერიდან წვიმები ჟონავენ როგორაც
მაგ შენს სხეულზე,ფილმები ციკლიდან.
შარლოტა,ლებრანსი,ემე და კლოტილდა,
მომწონდნენ,მიყვარდნენ,იმ გრძნობით,იმ ხედვით,
გუშინ რომ გითხარი,გუშინ რომ გიამბე,
სიცოცხლეს ვაპირებ სიკვდილის მიხედვით.
სულ დილით,სულ ღამით,სულ ღამით,სულ დილით,
არეულს,ნამთვრალევს და დღეებს განაყვანს,
ექიმი საერთოდ არა გავს ღვთისმშობელს,
რომელიც იესოს გაჩენას,გადაყვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები