ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2016


წითელი

უყურე დედაშენის სისხლიან ხელებს,
თვალები მიწით ამომივსე,
ვაი მე, მეთქი
დავიძახე როცა დავეცი,
კი არ მტკენია ხმას გაწვდენდი,
იქნებ გეპოვნე,
იქნებ სახლში ვბრუნდებოდით,
მაგრამ ასეა. .
ძაღლია შვილო დედაშენი,
ჯერ ვერ მოგიკვდა. .

გაგიჟებულაო საცოდავი,
ღვთის სახლში არ დადისო ურწმუნოა..
რა ატირებსო,
ვინ არ მომკვდარაო.
გაივლისო. .

საბრალოა შვილო დედაშენი,
ღმერთთან რა საქმე მაქვს,
იმას რა ვემართლო,
თავისი ათასი უჭირს,
მე ჩემი შვილი მყავდი,
ჩემი უნდა მეტკინო. .

და ქარს დაჰყვება ჩემი ნამღერი,
ქარი გიპოვნის..

"სისხლისფერია დედაშენი,
სული აღარ მიმყვეს სახლამდის,
თავი ათასგზის შევაჩვენე
ჭირი ვარ, ცხოვრების სახადი-
იქნებ მოგიკვდეს დედაშენი,
გნახავდი. .

ქუჩაში იმდენი ბავშვია,
დედები, მხრებში რომ გაშლილან ამაყად-
არ ჰგვანან ღვთისმშობელს,
ტკივილით ბრმა ვარ თუ გავგიჟდი,
არ მინდა დავმშვიდდე,
ვიხრჩობი. .

რა საცოდავია დედაშენი,
მიწამლე-
შენ ნუ მიშველი თქო უფალო,
შვილს ვუხმობ წამლად და საშველად. .
ვუყვარვარ,
ვერ მოდის უბრალოდ,
და ბილიკს ვუკვალავ-
სიწითლით. .
ქუჩები,
დედები,
ბავშვები. ."

სიზმრად მაინც ხომ გიმღერის დედაშენი. .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები