ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
წვიმაა ქალაქის სული და ბოჰემა, პოზაა ეს ყოფა, ან როგორ ვიქნები... ეჭვგარეშეა, რომ უკვე ლოთი ვარ, მთელი უთქვენობით ავივსე ჭიქები - ვთქვათ და ფაქტობრივად - ეს არის ფიქცია; კარგად ფლობთ ჩემს გრძნობებს შეხვედრით ორიოდ... წვიმაა სიმშრალის ხარაჯა, ჯიზია, და ღმერთის სპლინური ფიქრების სქოლიო. ფრთებს ვაჭრი ჩემს მტრედებს (წერილთა ჩეფირი). დავლეწე - ძირს ყრია პანდორას ყუთები... მსურდა, გამეცანით ჩემი თითებივით, ვზივარ და ვერ ვითვლი ვერაფრით ხუთამდეც... ვყრუვდები, დასრულდა შენება კედლების ჩემსა და დღეს შორის, ჰო, მე და ხეტიალს გვაერთებს საათის პირველი, ან ორი, დილამდე მთვრალი ვარ, ანუ სულ ერთია სადა ვარ, ვის სახლთან და გარეთ მდგარ მეძავს შევყურებ, როგორაც საკუთარ იმედებს, რომელიც სურვილებს დღისით გამოძერწავს, და ყველა მოგრძო ლექსს ტრაკში გაიკეთებს... დგებიან დღეები, მე მაინც არ მჯერა მოვირგო ნიღაბი, ვიზომო ნაკვეთი. და ხდება ისეც, რომ ფიქრების საჭე ხართ... ნერვებდაჭიმული მთლიან განაკვეთით ვმუშაობ ჩემს თავში, ჩემს თავში ვსაქმდები, დღითიდღე კედლები გვანან თქვენს ჰაბიტუსს. ვიგროვებ ეპიკურ პოემებს სათქმელის, გნახავთ და გიყვებით ორიოდ ჰაიკუს... წვიმს, ანუ ეჭვების რეფორმა ტარდება, ყელშია ალბები თუ დითირამბები... თრობის და კონფლიქტის უზადო ტანდემი არ ვიცი, არ ვიცი რითი დამთავრდება...
(მერე გადაწყდება, რაშია პრობლემა, როდესაც თეთრ პერანგს გასვრიან ბოშები... წვიმა და პოზაა მთელი ეს ბოჰემა, სულ მალე სოფელში ჩავალ და მოვრჩები)!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კარგი იყო... ერთი ამოსუნთქვით წამეკითხა...:) კარგი იყო... ერთი ამოსუნთქვით წამეკითხა...:)
5. ორი მომენტი.. ისეთი, საჩემო...
ორი მომენტი.. ისეთი, საჩემო...
4. ,,ჰო" ები და ,,ანუ"ები აღარაა ბოჰემური ,,ჰო" ები და ,,ანუ"ები აღარაა ბოჰემური
3. "ღმერთის სპლინური ფიქრების სქოლიო"
მართლაც საინტერესო შემოქროლვაა... თუმცა, სათაურში ბრჭყალებს მოვხსნიდი ბოჰემურს, რამეთუ პირდაპირი მნიშვნელობით მოდის სათქმელი... როგორც გახსნილი ფრჩხილი.
თუმცა, ხმა კია უკვე ნამღერ მელოდიას შეწყობილი, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ ჟღერს.
"ღმერთის სპლინური ფიქრების სქოლიო"
მართლაც საინტერესო შემოქროლვაა... თუმცა, სათაურში ბრჭყალებს მოვხსნიდი ბოჰემურს, რამეთუ პირდაპირი მნიშვნელობით მოდის სათქმელი... როგორც გახსნილი ფრჩხილი.
თუმცა, ხმა კია უკვე ნამღერ მელოდიას შეწყობილი, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ ჟღერს.
2. ჰეჰ.
სოფელში წასვლა კარგი იდეუსია ))
საჭიროსიუსიც :დდ
ჰეჰ.
სოფელში წასვლა კარგი იდეუსია ))
საჭიროსიუსიც :დდ
1. კი, ბატონო, პოზაა- აშკარად!
ჰაიკუებად მოთხრობილი საეპიკურ-საპოემო ამბებიც ნამდვილადაა.
თუ მე ლიტალღო (ლიტგემოვნებაც) არ მღალატობს ახლა, კარგი ლექსია ეს( სწორედაც რომ ლექსი) !
ყველა ბრუნვასა და ასპექტში ნახსენები (სხვათაგან) წვიმაც ისეთი სხვანაირი იყო აქ:
"წვიმაა სიმშრალის ხარაჯა, ჯიზია, და ღმერთის სპლინური ფიქრების სქოლიო."
როგორ მიყვარს ასეთი რამის (ვინმეს) შემოფეთებები ურაკზე :)
კი, ბატონო, პოზაა- აშკარად!

| მონაცემები არ არის |
|
|