ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორრნიკე.
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2016


(ზემოდან ქვემოთ - მარჯვნიდან მარცხნივ)

მე ვნახე, როგორ სცემდა დედა
4-5 წლის ბავშვს ისნის მეტროს წინ
და გულიდან სისხლივით წამსკდა
დედაჩემის სახელი,
რომელიც დილით
უხეშად მოვიშორე,
როცა ჩახუტებას ცდილობდა.
მან კი ღიმილით ჩაყლაპა წყენა
და ზურგზე იატაგანივით გადამისვა
სამი თითის ჯვარედინი მოძრაობით ნათქვამი -

ღმერთს ებარებოდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები