ოღონდ ნუ გამიბრაზდები,წარბი გამიხსენი,გთხოვ,ვჩქარობდი მოსვლას,მაინც დამიგვიანდა.მინდოდა ყველაფერი შენი მოსაწონი გამეკეთებინა... ძალიან მინდოდა, არ გამომივიდა და მომკალი თუ გინდა!შენ "ოქროს ხელებიანს" გეძახდნენ,პირველად რომ გავიგონე ეს მომართვა,მახსოვს სასწრაფოდ ხელი მოგკიდე და დაგხედე,შვებით ამოვისუნთქე-ჩვეულებრივი ხელები გქონდა,მაგრამ არაჩვეულებრივად ლბილი და თბილი. გადავყევი ამის ცხობას, მაინც არ არის ისეთი,შენ რომ აკეთებდი.. -გახსოვს?რიტუალი იყო სააღდგომო პასქის ცხობა ჩვენთან-"დიდ ხუთშაბათ"-ად წოდებულს იწყებდი ფუსფუსს.მე გული მიჩქროლდებოდა,მიყვარდა მისი სურნელი რომ დატრიალდებოდა სახლში. -გახსოვს?ყელგამოწეული გეხვეწებოდი:ცოტა ცომი მომიგლიჯე მეთქი?სული მიმდიოდა მასში ჩაყრილ"მიშმიშზე"-ასე ვეძახდი,ახლაც... იუველირის სიზუსტით აზავებდი,წარამარა თვალი გამირბოდა-აბა,რამხელები დაიზარდნენ-მეთქი. დედ,ჩემი მსუნაგობისთვის ყოველ აღდგომას პატარა ზომისასაც მიცხობდი-აღდგომის ბრწყინვალე კვირამდე სურვილით სული რომ არ გამძვრომოდა.ლოცვას ჩაიდუდუნებდი,სანთელს დაანთებდი და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლო დაგემოვნება -რახან ვერ ითმენ,კვერცხიც მიატანეო,მეტყოდი ხოლმე. არ კი დამაძალებდი!ვგრძნობდი არ გსიამოვნებდა აღდგომამდე კვერცხის გატეხვა.კვირა დილით-უთენია მახარებდი-ქრისტე აღსდგაო! პასუხიც მუდამ მზად მქონდა-ჭეშმარიტად აღსდგა! ალბათ ამ არდაძალების შედეგია-სასოებით შევღებე,შენებურად დავაპრიალე,ჯეჯილში ჩავაწყვე და დღემდე თაროზე იდგა,თვალს თუ შევავლებდი,მხოლოდ. ახლა შენ მოგიტანე... ახლა მე ავანთებ სანთელს შენს სურათთან... ტუჩებს შეგახებ ცივ სახეზე და უკვე მერამდენედ გახარებ:ქრისტე აღსდგა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მედეა გამიხარდა აქ რომ გხედავ, სადაა შენი გულიანი ნაწერები? ველოდები დაწერა რამე რა. მიყვარხარ მედო! მედეა გამიხარდა აქ რომ გხედავ, სადაა შენი გულიანი ნაწერები? ველოდები დაწერა რამე რა. მიყვარხარ მედო!
7. რა ემოციებით და სითოთი სავსეა. რა ემოციებით და სითოთი სავსეა.
6. ჩემი დედა გამახსენდა... სწორედ ისე წერთ, როგორც შეიძლებოდა დედაზე დაწერა. ჩემი დედა გამახსენდა... სწორედ ისე წერთ, როგორც შეიძლებოდა დედაზე დაწერა.
5. რა კარგია მადლმოსილება და დედაშვილობის მჭიდრო ჯაჭვი. ღმერთმა ნათელში გიმყოფოთ დედა. ++ რა კარგია მადლმოსილება და დედაშვილობის მჭიდრო ჯაჭვი. ღმერთმა ნათელში გიმყოფოთ დედა. ++
4. უთბილესი ნაწერია...:-* გულამდე რომ ჩაგწვდება და თვალზე ცრემლი, რომ მოგადგება კაცს, ისეთი... უთბილესი ნაწერია...:-* გულამდე რომ ჩაგწვდება და თვალზე ცრემლი, რომ მოგადგება კაცს, ისეთი...
3. მედ... უცნაურია ცხოვრება... დედაშენი არასოდეს მინახავს, მაგრამ ისეთი გულიანი, თბილი და გულწრფელი ამბებით შემოვიდა და დარჩა ჩემს აღქმაში, როგორც ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი...
შენ კი როგორიც გაგიცანი და შემიყვარდი, ისეთი ხარ ჩემთვის ყოველთვის.
მრავალ აღდგომას დაესწარი, ჩემო... მედ... უცნაურია ცხოვრება... დედაშენი არასოდეს მინახავს, მაგრამ ისეთი გულიანი, თბილი და გულწრფელი ამბებით შემოვიდა და დარჩა ჩემს აღქმაში, როგორც ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი...
შენ კი როგორიც გაგიცანი და შემიყვარდი, ისეთი ხარ ჩემთვის ყოველთვის.
მრავალ აღდგომას დაესწარი, ჩემო...
2. ნათელი, ტკბილსევდიანი...
ნათელი, ტკბილსევდიანი...
1. რა თბილი და რა კარგი ნაწერია, სულში გამიარა.
ქრისტე აღსდგა! რა თბილი და რა კარგი ნაწერია, სულში გამიარა.
ქრისტე აღსდგა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|