ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წვიმის აკორდი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2016


_ა_რ_ა_

არაფერია რაფებია არაფრის გვერდით,
არა რა ერი, რისი ერი, რის მწყემსი ფარა!!!
რა ხარ და ფერდი დედამიწის, რა არა ვერ თქვით,
რომ აქ არა და არ გინდოდათ არა და არა.!!!

და ახლა ხალხი ხმას არ იხმობს ბოლოა ახ რა
ახლა, აჰა და ახამხამე თვალები ხარბად!
არ ბედი, ღმერთი, ანგელოზი, არ კაციც არ ხარ,
მხეცი ხარ ხმაში შეპარული, ვიცი რომ ხარ და...

ზეწარი ზეცის, "the" ზოლები, (ზებრა კი გარბის),
აკაკი, რა კი აკაკია, ლარა კი ლარა,
არ მიდნა ვიცი... მდომებია სიცოცხლე ხარბი
და მაინც არა არ მინდოდა არა და არა.!!

ბედია ბე დი არ იციან არგვეთზე ახლა,
"ბე" ან "დი" რას და როგორ ჰქვია არ იცის არ და
ფარფატი ფერთა ფარსია და ფარსი კი არ ხარ,
რადგან აქ სცენას,
ვენას,
ფარა
და-
ფარავს.
....................................ფარდა!....................................

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები