ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იასონ
ჟანრი: თარგმანი
3 მაისი, 2016


რობერტ ფროსტი - ღობის შეკეთება

  Mending Wall                                                                    ღობის შეკეთება
By  Robert Frost                                                                    რობერტ ფროსტი

Something there is that doesn't love a wall,                  აქ რაღაც არის, ისეთი, რაც ვერ ჰგუობს კედელს,
That sends the frozen-ground-swell under it,                ის, რაც მიწაში ააფუებს ყინულის ტალღებს
And spills the upper boulders in the sun;                      და მიწის ზემოთ მზეზე გამთბარ ლოდებს ჩამოშლის;
And makes gaps even two can pass abreast.                  ამ ქვაყრილებში ორი კაცი გავა მხარდამხარ.
The work of hunters is another thing:                            მონადირეთა ნამუშევარს აქ არ მივათვლი:
I have come after them and made repair                        მათი დაშლილი არაერთგზის მიშენებია,
Where they have left not one stone on a stone,            ქვას ქვაზე ხომ არ დატოვებენ, თუკი კურდღელი
But they would have the rabbit out of hiding,              ყორეში შეძვრა და მწევრებმა შექმნეს გნიასი -
To please the yelping dogs. The gaps I mean,                სხვა არაფერი დააწყნარებთ. ჰო, ქვაყრილები-
No one has seen them made or heard them made,        როგორ ჩნდებიან - არვის სმენია და არ უნახავს,
But at spring mending-time we find them there.          ჩვენ კი ვნახულობთ, გაზაფხული როგორც კი დგება.
I let my neighbour know beyond the hill;                    სერის გადაღმა ჩემს მეზობელს ვეხმიანები;
And on a day we meet to walk the line                          მოვდივართ ერთ დღეს, საზღვრები რომ შემოვიაროთ
And set the wall between us once again.                        და კიდევ ერთხელ რომ გავმართოთ ღობე ჩვენს შორის.
We keep the wall between us as we go                          მივყვებით კედელს ორივენი აქეთ-იქიდან,
To each the boulders that have fallen to each                ორივე მხარეს გადმოცვენილ ლოდებს წამოვკრებთ,
And some are loaves and some so nearly balls              ზოგი ბრტყელია, ზოგი- ლამის ბურთივით მრგვალი,
We have to use a spell to make them balance:              ვაწყობთ ფრთხილად და შელოცვასაც მოვიშველიებთ:
"Stay where you are until our backs are turned!"          „ქვაო გაქვავდი და კლდედ იქეც ვიდრე წავსულვართ!“
We wear our fingers rough with handling them.          ქვებმა თითები გვარიანად გაგვიუხეშა.
Oh, just another kind of out-door game,                        თითქოს ვთამაშობთ ერთი-ერთზე მინდორში ორნი
One on a side. It comes to little more:                            თამაშს უცნაურს, მაგრამ საქმე რთულდება როცა
There where it is we do not need the wall:                    იქ  მივადგებით, სადაც ღობე არვის ჭირდება:
He is all pine and I am apple orchard.                            მას ფიჭვის ტყე აქვს და ჩემს მხარეს ვაშლის ბაღია.
My apple trees will never get across                                ჩემი ვაშლები არასოდეს გადავლენ მიჯნას
And eat the cones under his pines, I tell him.                და არ შეჭამენ გირჩებს -მეთქი, მე ვეუბნები. 
He only says, "Good fences make good neighbours."      ის კი მპასუხობს - „კარგ მეზობლებს ჰყოფთ კარგი ღობე“.
Spring is the mischief in me, and I wonder                    გაზაფხული კი ბორგავს ჩემში და არ ვეშვები
If I could put a notion in his head:                                  იმის იმედით - რაღაც მაინც  გავაგებინო:
"Why do they make good neighbours? Isn't it                „სად და როგორ ჰყოფს კარგ მეზობლებს? ალბათ იქ, სადაც
Where there are cows? But here there are no cows.      ძროხები ჰყავთ და აბა ჩვენთან ვის ჰყავს ძროხები?
Before I built a wall I'd ask to know                                მე თავად კედლის აღმართვამდე ჯერ ვიკითხავდი -
What I was walling in or walling out,                              ან კედელს იქით რა დარჩება, ან კედელს აქეთ,
And to whom I was like to give offence.                        ხომ არ მოხდება ისე, რომ სხვას გადავეღობო.                 
Something there is that doesn't love a wall,                    აქ რაღაც არის, ისეთი, რაც ვერ ჰგუობს კედელს,
That wants it down." I could say "Elves" to him,            ვფიქრობდი - ვეტყვი, რომ ელფები ოინბაზობენ,
But it's not elves exactly, and I'd rather                          მაგრამ არ არის მთლად ასე და მე ის მერჩივნა
He said it for himself. I see him there                              ეს თავად ეთქვა. ამის ნაცვლად ვხედავ, რომ ისევ
Bringing a stone grasped firmly by the top                      ქვებს ეზიდება, თითო-თითო უპყრია მაგრად 
In each hand, like an old-stone savage armed.                ორივე ხელში და ქვის ხანის ჰგავს მონადირეს.
He moves in darkness as it seems to me,                          მეჩვენება, რომ ჩამობნელდა კიდეც მის მხარეს
Not of woods only and the shade of trees.                      და ეს არ არის ბრალი მხოლოდ ტყის ან ჩრდილების.
He will not go behind his father's saying,                        ჰო, ის არ შეცვლის მამაპაპის მცნებას არასგზით,
And he likes having thought of it so well                        ის ხომ მათ ნათქვამს გონებაშიც ელაციცება.
He says again, "Good fences make good neighbours."    ის იმეორებს: „კარგ მეზობლებს ჰყოფთ კარგი ღობე“
                                                                                                                             
                                                                                                                        05.04.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები