 | ავტორი: ინი ჟანრი: პოეზია 3 მაისი, 2016 |
დროა არის ღმერთო, ცოტა კიდეც დავაგვიანე დავდევდი ჩრდილებს წარსულიდან, როდესაც აწმყო ხელის გულიდან მეცლებოდა, იყო სიმწარე- სიტკბოზე მეტი. . ჯამბაზი ვარ, რომელიც ართობს-
ყველა გამვლელს თუ გამომვლელს და არ ჩანს დამრჩენი ხან ამიტყდება სიცილი თუ ტირილი, გიჟის- მაქვს ხასიათი, მეჩვენება სიკვდილს მაჩვევენ, წასვლისას უნდა გაუღიმო- არადა მიჭირს. .
სასაცილოა, მეცინება ღმერთო იმათზე ვისაც არ ეყო სიმამაცე ეთმინა ცრემლი- გაჯერებენ რომ გადაგივლის, რადგან სიმართლე- უღვიძებთ ნამუსს, რომ მათთვის კვდები-
არ მოსწონთ, რადგან მარტივია გააღო კარი და იცოდე, რომ არ დატოვებ ოთახში ორპირს, არ გაცივდება აკვანში ბავშვი, არ ატირდება დაღლილი ცოლი- დააჯერე რომ გადაგივლის და ესეც ჰყოფნით. .
ჰოდა, გეძახი რომ დრო არის, ან ცოტა გვიან თავად განსაჯე ჯამბაზობა როგორი ვიცი, ღმერთო, მრცხვენია რომ სხვებივით ცოცხალი მქვია მოვკვდე და მერე მიწაშიც კი დავიწყებ სიცილს. .
ღმერთო, არ ეყოთ სიმამაცე ეთმინათ ცრემლი. . თოვლი ჩაადნა დედამიწას ხელის გულებში- გაზაფხულია, საიმედოს ნურაფერს მეტყვი, ნუგეშად მყოფნის- თუ სიცოცხლეს გადავურჩები. .
დრო არის ღმერთო. .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. 5 ,,სასაცილოა, მეცინება ღმერთო იმათზე ვისაც არ ეყო სიმამაცე ეთმინა ცრემლი- გაჯერებენ რომ გადაგივლის, რადგან სიმართლე- უღვიძებთ ნამუსს, რომ მათთვის(აც ღიმილით) კვდები-
- ხომ არ აჯობებდა მარცვალთა გათანაბრებისთვის? და შინაარსობლივადაც მოიხდენს.
,,არ მოსწონთ, რადგან მარტივია, გააღო კარი და იცოდე, რომ არ დატოვებ ოთახში ორპირს," - მომწონს მსგავსი სუფთა და ღრმა ნათქვამი, ერთდროულად...
გავეცანი რამდენიმე ნაწარმოებს და საინტერესო სახეები დავინახე. ლექსი რითმას ითხოვს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ლიტერატურის რომელ სახეობას მიეკუთვნება ნაწერი, როცა გრძნობა იკითხება. თქვენთან სიხარულიც სევდისკენ მიედინება და ეს თქვენი სამყაროა. სამყაროში ყველა ფერი ლამაზია, რადგან სილამაზეა ლამაზი. მეც მაქვს ,,მზეწვიმა" არაერთხელ დაწერილი, თუმცა იქ სევდა მიედინება სიხარულისკენ და ასე ვეფერები ყოფიერებას. დინების მიმართულება, მე ვიტყოდი, ერთი და იგივეა, რადგან სილამაზე - ლამაზია.
5 ,,სასაცილოა, მეცინება ღმერთო იმათზე ვისაც არ ეყო სიმამაცე ეთმინა ცრემლი- გაჯერებენ რომ გადაგივლის, რადგან სიმართლე- უღვიძებთ ნამუსს, რომ მათთვის(აც ღიმილით) კვდები-
- ხომ არ აჯობებდა მარცვალთა გათანაბრებისთვის? და შინაარსობლივადაც მოიხდენს.
,,არ მოსწონთ, რადგან მარტივია, გააღო კარი და იცოდე, რომ არ დატოვებ ოთახში ორპირს," - მომწონს მსგავსი სუფთა და ღრმა ნათქვამი, ერთდროულად...
გავეცანი რამდენიმე ნაწარმოებს და საინტერესო სახეები დავინახე. ლექსი რითმას ითხოვს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ლიტერატურის რომელ სახეობას მიეკუთვნება ნაწერი, როცა გრძნობა იკითხება. თქვენთან სიხარულიც სევდისკენ მიედინება და ეს თქვენი სამყაროა. სამყაროში ყველა ფერი ლამაზია, რადგან სილამაზეა ლამაზი. მეც მაქვს ,,მზეწვიმა" არაერთხელ დაწერილი, თუმცა იქ სევდა მიედინება სიხარულისკენ და ასე ვეფერები ყოფიერებას. დინების მიმართულება, მე ვიტყოდი, ერთი და იგივეა, რადგან სილამაზე - ლამაზია.
7. წინა თვეში უკეთესი ლექსები გედო :)) 2 მაინც მინდოდა რომ გათავფურცლებულიყო. "წითელზე" მწყდება გული :) წინა თვეში უკეთესი ლექსები გედო :)) 2 მაინც მინდოდა რომ გათავფურცლებულიყო. "წითელზე" მწყდება გული :)
6. კარგი ხარ ლუ <3 კარგი ხარ ლუ <3
5. კარგად დალაგებული სიტყვათა რაზმი გყავს ამ ლექსში. ერთმანეთს ფეხს შეუცდომლად რომ უწყობენ ისეთი. კარგად დალაგებული სიტყვათა რაზმი გყავს ამ ლექსში. ერთმანეთს ფეხს შეუცდომლად რომ უწყობენ ისეთი.
4. აზრიანია და ემოციური. მომეწონა ♥ აზრიანია და ემოციური. მომეწონა ♥
3. არაუშავს :) ვერლიბრი უკეთესად გამოგდის აშკარად :) 3 არაუშავს :) ვერლიბრი უკეთესად გამოგდის აშკარად :) 3
2. "არ ეყოთ სიმამაცე ეთმინათ ცრემლი. ." "არ ეყოთ სიმამაცე ეთმინათ ცრემლი. ."
1. დრო ნამდვილად არის
(IF YOU KNOW....) დრო ნამდვილად არის
(IF YOU KNOW....)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|