ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ასკლიპიოდოტა
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2016


ს ი ზ მ რ ი ს .

მინდა მისმინო,
ხომ შეიძლება შენც ჩამოჯდე
ნამგზავრი ერთხელ,
მზისგან დაღლილმა
მოიწმინდო სახიდან ფიქრი,
ქვის ნასოფლარებს გადახედო
გზიდან და შეგრცხვეს,
რომ სხვის სიზმარში ზღვას გაჰყურებ
სივრცეს და ბაღებს,
რომ სხვის სიზმარში გადაწყდება
შენივე ბედი.
გზა არ დადნება ღრუბელივით,
ვერ ნახავ ღამეს,
შენი ცა შენი სამარხია
და როგორც მიწა
ტანზე ბალახის ღეროსავით
შეიხმობ იმედს.
ჰო, არაფერი შეიცვლება სიზმარში უკვე.
შენ სხვის ღამეში გამოიბი ათასი თვალი.
რა გაზაფხული მოგეწია სახლიდან გასულს
შენ კი ცის იქით გადავარდნილ
შენობებს ითვლი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები