ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2016


სამი ნოტი

სულ სამი ნოტი ყოფნის სევდას, თუნდაც - მი, დო, რე,
ვერ გაექცევი, ვერ წაუხვალ მანძილს სათოფეს,
შენს ფიქრზე ვიღაც უდარდელი, როგორც მინდორზე,
გადაირბენს და გულგრილობის ნიშანს დატოვებს...
წაქცეულ ბალახს უიმედო სევდით ეხები,
უკვე ათასჯერ გაიყინა, გადნა მდინარე,
და გრძნობ, შენს გულზე წეროებმა ლერწმის ღერებით,
ამინდებმა კი გუბეებით გადაიარეს...


http://www.myvideo.ge/v/2856245

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები