მე არ მოვკვდები, სიცოცხლისთვის მყოფნის მიზეზი და ამის ახსნა გაცილებით უფრო რთულია... შენ ჩემს საქციელს გამართლება გამოუძებნე, გააბათილო ყველა ეჭვი, ეგებ, სრულიად. კვლავ ის ვიქნები, ვინც გინდოდა, გვერდით გყოლოდა, გენატრებოდა უსაშველო მოლოდინებში... ან იქნებ ნახო ყველა კადრი ფირის ბოლოდან და გამოჩნდება, თუ აქამდე რა გზით მივედი... დახუჭე თვალი ხომ გინდა, რომ შევძლო სიცოცხლე... და არ გამიქრე სამუდამოდ თბილი ხსოვნიდან! მგონი არც იცი, ხელუკუღმა რაც ქვა ისროლე, პროპორციულად ირიბიც კი ჩემთან მოვიდა... დღეს, რომ არ მოვკვდე, სიცოცხლისთვის მიზეზს ვიტოვებ და ამის ახსნა გაცილებით რადგან რთულია, ბოლოს და ბოლოს, ადექი და გამომიგონე ისეთი, მე რომ მართლა ვარ და შენ არ გგონია...
ლელა ლაჩაშვილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მოკითხვა ნიჭიერს. მაკლიხარ.
მოკითხვა ნიჭიერს. მაკლიხარ.
7. მადლობა... მოგიკითხე ნინ :-) :-* მადლობა... მოგიკითხე ნინ :-) :-*
6. გამოცდილი ხელი ნამდვილად იგრძნობა, მაგრამ ლექსი აშკარად ვერ შედგა ისე, როგორც უნდა შემდგარიყო.
ათიდან სამი. გამოცდილი ხელი ნამდვილად იგრძნობა, მაგრამ ლექსი აშკარად ვერ შედგა ისე, როგორც უნდა შემდგარიყო.
ათიდან სამი.
4. ფინალი ისეთია
ფინალი ისეთია
3. "მე არ მოვკვდები, სიცოცხლისთვის მყოფნის მიზეზი "
ეს მომეწონა ყველაზე მეტად და ახსნა სულაც არაა საჭირო
ფინალი ითხოვს უფრო ეფექტურ სარითმო წყვილებს, ვიდრე "რთულია - გგონია" არის.
"მე არ მოვკვდები, სიცოცხლისთვის მყოფნის მიზეზი "
ეს მომეწონა ყველაზე მეტად და ახსნა სულაც არაა საჭირო
ფინალი ითხოვს უფრო ეფექტურ სარითმო წყვილებს, ვიდრე "რთულია - გგონია" არის.
2. როგორც ყოველთვის ნამდვილი და გულიანი! :* როგორც ყოველთვის ნამდვილი და გულიანი! :*
1. კარგი ფინალია! მოგიკითხე ლელა:* კარგი ფინალია! მოგიკითხე ლელა:*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|