ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაჰათმა განდი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
10 იანვარი, 2009


What is going on? - რა ხდება?

როდესაც შანსი გამომიჩნდება ხოლმე, ყოველთვის ვცდილობ ახალ ამბებს შევავლო თვალი სი ენ ენზე. სწორედაც, დღეს, რამოდენიმე საათის უკან მომიწია სადილობის პერიოდში ტელევიზორის ცქერა.

სი ენ ენი,
პირდაპირი ეთერი.
ნიუ ორლეანი, ქარიშხალი გუსტავი მძინვარებს,
უზარმაზარი ქალაქი დაცარიელებულია, ევაკუაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს, უზარმაზარი ტალღები აწყდება ნაპირებს, ცივი აზრები, შეინიშნება სასოწარკვეთილება.

ამ კადრების შემყურე, თავში ერთი ამბავი მიტრიალებს: უზენაესი, უზენაესი,

უზენაესია მხოლოდ უძლეველი და მართალი!!


ანუ, ამერიკის მილიარდობით დოლარის ფულადი რეზერვები, მათი მრავალ ასეული ბატალიონი ჯარი , ათასეული ულტრა-თანამედროვე თვითმფრინავები, ათი ათასი უახლესი ტექნიკური საშუალება

ს რ უ ლ ი ა დ  უ ძ ლ უ რ ი ა

ყოველგვარი წვიმის, მზისა თუ სხვა ბუნებრივი (თუ არაბუნებრივი)  მოვლენების/კატაკლიზმების წინააღმდეგ…

მე მინდა ვთქვა შემდეგი:
ჩვენი ხსნას (საქართველოს ხსნა,  როგორც სახელმწიფო)  მე არ ვხედავ მაინც და მაინც კონკრეტულ ქვეყანაში, როგორებიცაა ამერიკა, გერმანია თუ სხვა “თანამედროვე, დეომკრატიული” სახელმწიფოები..

ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და თავისი დასასრული. დღეს-დღეობით მოწინავე ქვეყნების "უძლეველობა" არ არის კლდეზე დაფუძნებული, არ არის შეურყეველი. საკმარისია ფინანსური რყევები მოხდეს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში რომ, ეს ეფექტი ტალღისებურად გადაეცემა მთელ მსოფლიოს ფინანსურ სისტემას, ეს არის ერთი ჯაჭვი. დოლარის მერყეობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რომ, ერთხელ და სამუდამოდ აღიარებული ჭეშმარიტება არ არსებობს ამ დედამიწაზე..

მრავალი ცივლიზაცია გადაშენდა დედამიწაზე, "უძლეველი" ცივილიზაციები.

ე რ თ ა დ ე რ თ ი,  ერთხელ და სამუდამოდ აღიარებული ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ა
       
        არის

ღმერთი, ჩვენი უზენაესი.


სიტყვა რომ არ გამოგრძელდეს და თავი არ მოგაბეზროთ,  მოკლედ ვიტყვი. ის რომ ბოროტი მარცხდება და კეთილი იმარჯვებს, ბიბლიაში შესანიშნავად არის ნათქვამი.. ეს არის 2 x 2 = 4. ამიტომ, ამაზე კამათს აზრი არ ააქვს. ასევე აზრი არ ააქვს კამათს იმაზე, რომ დედამიწაზე ეშმაკი მძინვარებს. ესეც შესანიშნავად არის ბიბლიაში ნათქვამი.

სწორედ ამიტომ ავღნიშნავ სისხლის წყურვილს. მე ამას ვხედავ(დი),მე ამას ვაფიქსირებ(დი). ზოგს ეს არ მოეწონება. ზოგმა, ამისთვის შეიძლება შემიძულოს. მე მზად ვარ ამისათვის. მე ვერ ჩავყლაპავ სიტყვას რომელიც გონებაში წარმოიქნება.

სიმართლეს გეტყვით რომ, მე პირველად სისხლის წყურვილი დავინახე 2008 წლის 7 აგვისტოს წინა პერიოდში,  წინა საომარ მოქმედებების დროს როდესაც, ფორუმზე მოღვაწე ადამიანები (სხვათა შორის ძალიან განათლებულებიც და გათვითცნობიერებულებიც სხვადასხვა საკითხებში)  ვერ ზომავდნენ შესაძლო შედეგებს და ომი წარმოედგინათ სათამაშო თოფებიდან წყლით ერთმანეთის გაწუწვად.კარგად მახსენდება ის პერიოდი , აგვისტოს დასაწყისი,  საკმარისი იყო ვინმეს თუნდაც შეფარულად,  რბილად, ხმა ამოეღო ომისა და შესაბამისად სისხლის ღვრის წინააღმდეგ, იგი ლამის ქვეყნისა და სამშობლოს მოღალატედ ცხადდებოდა. ომის მომხრე ადამიანების მხრიდან იყო ასეთი განცხადებებიც:
გამოსაშვები სისხლი უნდა გამოვუშვათ,
სისხლი უნდა დაიღვარო,
მოსახდენი უნდა მოხდეს,
                                        და ასე შემდეგ...



არ გჯერათ ჩემი? ამის მოწმეა ფორუმის წერილები რომლები დაიწერა 5-6 აგვისტოს, ასევე, სხვადასხვა საინფორმაცია საშუალებების არქივები.  ეს ჩემი ტკივილია, ეს ის დარდია რაც დღემდე ვერ გამნელებია. სწორედ ამიტომ არ მინდა რომ  დღეს კიდევ სისხლის დაღვრაზე, ვიღაცის ჩამოხრჩობაზე, ვიღაცის გათახსირებაზე იყოს საუბარი, პირდაპირ თუ ირიბად.


არ მინდაააა,,,


აგვისტო, 2008 წელი.


სიყვარულით,
მაჰათმა განდი.
არწივი.

პი. ეს.
გთხოვთ გაეცნოთ ილუსტრაციებს რომლებიც გადმოგვცემს ქარიშხალ აიკის მოქმედების ამსახველ კადრებს. ყველა ფოტო არის უნიკალური, ორიგინალური. არავითარი ფოტოშოფი, არავითარი სახეცვლილება, კადრები დაფიქსირებულია ისეთივე სახით, როგორიც სინამდვილეში იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები