რომ არ ამრეოდი,სუნთქვა დაგითვალე,მარტის ამინდებით, ნისლებს აგაცილე,მთების გადაღმა და ვეღარ აგიტანე, სულში ჩაგიმარხე,გულზე დაგაბნიე სველი გვირილები, მაინც გიღალატე რადგან სიყვარული არ მწამს,ამისთანა. რომ არ დამბნეოდი,შენი სურნელება თმებზე დაგიკრიფე, ქარში მიგატოვე,კოცნა დაგამჩნიე,აღარ განგასხვავე, სითბო შეგაჩვიე,ღამე გაგითიე,ვეღარ შეგიძელი, ასე უჩველოდ,ვფიქრობ ეს დღეები მალე გავასავით. რომ არ დამეკარგე,ზეცა შეგილოცე რთული ხასიათით, მხრები აგიჩეჩე,მინდვრებს ჩაგატარე,სიზმრად შეგიცხადე, ვნება ჩამოგიხრჩვე,მცნება დაგირღვიე,ვეღარ დაგიწერე, ასე უჩვეულოდ წავა,დამთავრდება მთელი წელიწადი. რომ არ გამპარვოდი,მთვარე მოგისიე ცაზე ვარსკვლავებით, სიტყვა შეგაწიე,მზერა შეგირჩინე,ოდნავ ალმაცერი, ღმერთი განგირისხე,შემოგისურვილე,წიგნში ჩაგატიე, ვენა დავიჭერი,სისხლად გადაგისხი,ჯვარი გადაგწერე. რომ არ მომკმვდომოდი,ყველა მესაფლავის გავხდი,მესაფლავე, კვირის წირვებიდან ძილში შეგაბრუნე ბევრჯერ ნამთვრალევმა, სახლში გამოგკეტე,კედლებს შეგათვისე,თავი შეგაძულე, რადგან სიყვარული ახლა ერთხელ მაინც მთხოვოს მაგ თვალებმა. რომ არ დამეწერა,ვეღარც წასაკითხად ვეღარ მოიცლიდი, როგორ ეცადე და რთული ხასიათის ვეღარ ამიტანე, რისი ერთგულება,როცა ყველაფერი ახლა ზედმეტია, მაინც გიღალატე,რადგან სიყვარული,არ მწამს,ამისთანა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ავტორთან ვერ გავაიგივებ პერსონაჟს, მაგრამ ლექსის ავკარგიანობაზე(ტექნიკურად) ლაპარაკი მიჭირს როცა შინაარსი "ყვირის". ამ შემთხვევაში ნეფერტარს ვეთანხმები. ავტორთან ვერ გავაიგივებ პერსონაჟს, მაგრამ ლექსის ავკარგიანობაზე(ტექნიკურად) ლაპარაკი მიჭირს როცა შინაარსი "ყვირის". ამ შემთხვევაში ნეფერტარს ვეთანხმები.
3. მეც ჯონათანივით მომეწონა მაინც...:) მეც ჯონათანივით მომეწონა მაინც...:)
2. "როგორ ეცადე და რთული ხასიათის ვეღარ ამიტანე," - ცხადია, ამას ვერ გაუძლებს მუდმივად ადამიანი, მით უმეტეს თუ შენიშნა რომ არც ცდილობენ რთული ხასიათის შემსუბუქებას სიყვარულის შესანარჩუნებლად.
მეცინება, მარტო სხვისგან რომ თხოულობენ თავგანწირვას, სიყვარულს და საკუთარ ღალატსაც ამართლებენ... "როგორ ეცადე და რთული ხასიათის ვეღარ ამიტანე," - ცხადია, ამას ვერ გაუძლებს მუდმივად ადამიანი, მით უმეტეს თუ შენიშნა რომ არც ცდილობენ რთული ხასიათის შემსუბუქებას სიყვარულის შესანარჩუნებლად.
მეცინება, მარტო სხვისგან რომ თხოულობენ თავგანწირვას, სიყვარულს და საკუთარ ღალატსაც ამართლებენ...
1. მომეწონა.
მერე რა, რომ ელიავას ერთი ლექსი გამახსენა მელოდიამ :
თითქოს გათეთრებულ თვალთა მთვლემარებით მზერა ნამთვრალევში, ყვითლად გამითენდა ქუჩა დათოვლილი, თანაც ნაგვიანებ, ვეღარ ავიტანე მისი მდუმარება, ბოღმით ვათარეშე, ისე ჩაგეძინა, ვეღარ მოგისწარი - დღემდე ვაგვიანებ.. პალტოს საყელოზე მესხა არაყი და მეცხო მირონივით, მარად დამებედა ღამის გასათევად ბაღი თარიანი.. ღილებს შეგიკრავდი, ღილებს დაგითვლიდი- ისე ირონიით, მაგრამ გაგეღვიძა, ვეღარ მოგისწარი. დღემდე ვაგვიანებ... მსგავსად პერსონაჟის მდარე ნოველიდან, ხელში შეგიკალი- სახლი აგირიე , მარტის ნაირია ახლა ამინდები შენ კი- არაფერი, ჩუმად მიპასუხე ''პალტო შეიკარი, პალტო შეიკარი, ქარია, გაცივდები'' მთვრალი ჯენტლმენების ეპოქაა, ჰოდა გამიმართლებს. დილა ნამიანი უფრო ოკეანედ რატომ მეჩვენება? შენ კი- არაფერი, მშვიდად მიპასუხე ''ბეჭებში გაიმართე'' აი, გავიმართ - გაბღენძილობა თუ მეშველება. თითქოს გათეთრებულ თვალთა მთვლემარებით მზერა ნამთვრალევში, ყვითლად გამითენდა ქუჩა დათოვლილი, თანაც ნაგვიანებ ვეღარ ავიტანე მისი მდუმარება ბოღმით ვათარეშე ვეღარ მოგასვენე, ვეღარ მოვასწარი, დღემდე ვაგვიანებ.. მომეწონა.
მერე რა, რომ ელიავას ერთი ლექსი გამახსენა მელოდიამ :
თითქოს გათეთრებულ თვალთა მთვლემარებით მზერა ნამთვრალევში, ყვითლად გამითენდა ქუჩა დათოვლილი, თანაც ნაგვიანებ, ვეღარ ავიტანე მისი მდუმარება, ბოღმით ვათარეშე, ისე ჩაგეძინა, ვეღარ მოგისწარი - დღემდე ვაგვიანებ.. პალტოს საყელოზე მესხა არაყი და მეცხო მირონივით, მარად დამებედა ღამის გასათევად ბაღი თარიანი.. ღილებს შეგიკრავდი, ღილებს დაგითვლიდი- ისე ირონიით, მაგრამ გაგეღვიძა, ვეღარ მოგისწარი. დღემდე ვაგვიანებ... მსგავსად პერსონაჟის მდარე ნოველიდან, ხელში შეგიკალი- სახლი აგირიე , მარტის ნაირია ახლა ამინდები შენ კი- არაფერი, ჩუმად მიპასუხე ``პალტო შეიკარი, პალტო შეიკარი, ქარია, გაცივდები`` მთვრალი ჯენტლმენების ეპოქაა, ჰოდა გამიმართლებს. დილა ნამიანი უფრო ოკეანედ რატომ მეჩვენება? შენ კი- არაფერი, მშვიდად მიპასუხე ``ბეჭებში გაიმართე`` აი, გავიმართ - გაბღენძილობა თუ მეშველება. თითქოს გათეთრებულ თვალთა მთვლემარებით მზერა ნამთვრალევში, ყვითლად გამითენდა ქუჩა დათოვლილი, თანაც ნაგვიანებ ვეღარ ავიტანე მისი მდუმარება ბოღმით ვათარეშე ვეღარ მოგასვენე, ვეღარ მოვასწარი, დღემდე ვაგვიანებ..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|