ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წვიმის აკორდი
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2016


ჯვრისწერა

პირველად დაგიდგა თვალებში ზამთარი,
პირველად სიცივე იგრძენი უჩემოდ,
ზამთარი ხელს გკიდებს და გათბობს სიცივით.
-გულს ვჩემობ..

გადიხარ ქუჩაში მიყვები ცივ დღეებს
და ფიფქი ქორწილის თეთრ კაბას გიკერავს,
დედოფალს გავხარ და სულ მალე დაიწყებ.
ჯვრისწერას...
-უჩემოდ.....

ტაძარი ზეცაა.. და თეთრი ვარდები,
ჩემს ფილტვებს მოიცავს მწამს როგორც ანთება,
შენ იცი როგორღაც თვალებში ჩამდგარი
ყინვა გკლავს..
და კაბა სხეულზე გადნება.
არაფერს ამბობ და არ გათბობს ზამთარი,
ხელს კიდებ ზღვის ტალღებს და ქარში გადიხართ,
უღმერთოდ იცინი სიცივით დამთვრალი.
და იქ ხართ
სადაც ჩვენ პირველად ვიყავით.

გადიხარ ქუჩაში მიყვები ცივ დღეებს
და ფიფქი ქორწილის თეთრ კაბას გიკერავს,
დედოფალს გავხარ და სულ მალე დავიწყებთ.
ჯვრისწერას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები