ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2016


*************

ჩამოწვა ბინდი სოფლის შარაზე,
მიჰყვება სევდას მოხუცი ქალი,
ერთი სანთელი ანათებს სახლში,
მონატრება დევს ფანჯრის რაფაზე.

ტკივილი მოაქვს სიოს ეზოში,
მუხაც დაბერდა ნელ-ნელა ხმება,
ირგვლივ სიჩუმე,ქალი კი მოდის,
მჯერა სიკვდილიც ოდესღაც კვდება.

არღვევს სიჩუმეს მრეცხლის ჭიკჭიკი
ქალი კვლავ მოდის,სევდა კი ხვდება,
სადაც ოდესღაც ცხოვრობდნენ ორნი,
სადაც ოდესღაც ცხოვრობდა ყველა.

მუხა დაბერდა,ტოტები ტყდება,
ქალი ზამთარში ბუხართან ტირის,
არც ძალა შერჩა,სევდაა ყველგან,
ის კი ყოველდღე საფლავთან მიდის

რათა არასდროს დატოვოს მარტო,
ქმარი რომელიც სიცოცხლით ხარობს,
ქმარი,რომელიც ღმერთივით დარდობს,
რომ მარტოობა უბოძა სატრფოს.

ჩამოწვა ბინდი სოფლის შარაზე,
მიჰყვება სევდას მოხუცი ქალი,
ერთი სანთელი ანათებს სახლში,
მონატრება დევს ფანჯრის რაფაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს