ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გახსნილი ფრჩხილი
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2016


ჩვენ - გოგჩის ტბები და მეფეები

მე შენ აგიხსნი, საზიზღარი პერსონაჟი ვარ,
ვერ გავექეცი საკუთარ თავს და შევიძულე.
ახლა ის გარეთ დაწანწალებს,
მთვარე ნაჯიჯგნი
ხორცივით ნაწყვეტ სონატად სჩანს
ღრუბლების უკან.
მეტაფორები ადრე მოწყდნენ დედათა ძუძუს
და ახლა შიზოფრენიული ტროპებით ვსუნთქავ.

გეტყვი იმასაც, რატომ ვჩანვარ ანტი-ესთეტი,
შენს თვალებს ამის მოსასმენად თუ ავაცეტებ.
კრიტიკოსი კი შემადარებს ალბათ ესეისტს,
თუკი მოხდა და მეყოლება ვინმე ასეთი...

აგიხსნი, რატომ მენატრება ყოველთვის რაღაც,
ვიღან, ანუ შენ, ანუ ღმერთი,
ანუ ტიხარი.
მაინცდამაინც ვერაფერს ვწერ ლამაზს და ახალს,
და ჩემი თავი შევიძულე - ვის შევიყვარებ?

გეტყვი, ამ ბოლოს ხშირად ვტირი, როგორც შენ, ან სხვა
ბევრი და სასმლით ამოვკერავ ალბათ დარღვეულ
ძილს. საკუთარი სტრიქონები ძარღვივით მნასკვავს,
როცა მინდება, შევამატო სიტყვა „დაღლილი“

სადმე და როგორც საკუთარი თავის ცენზორი,
ვასწორებ ნერვებს, ხასიათებს, ღამეებს, ლექსებს.
განა მისთვის ვწერ, ვინმეს (ან შენ), რომ შევეცოდო,
ეგღა მაკლია და საკუთარ თავს ტვინში ვესვრი.

ბევრ რამეს გეტყვი, თუმცა ვიცი - არაფერია
საინტერესო მისტიკაში, უბრალოდ აგრევ.
ქალაქები რომ მღვიმეებში გადახტებიან,
ისევ ვიღაცა მიაკითხავს პოეტურ ნანგრევს.

აღარ მინახავს ჩემი სახლი,
აღარც ბიბლიას
მაკითხებს ტომი - ერთადერთი ჩემი ქონება.
(ძაან მორალისტ_რამეს ვიტყვი)
რაც არ ვიბნიო
მკერდზე
პოეთტა პლანეტაზე დასაცხოვრებლად
ეს ხომ პოზაა.

მენატრება ბევრი რა და ვინ,
მე და ტომუსი
მწვანე ბალახს მოვეფერებით...
შენც შემოდიხარ ჩვენს ოთახში, ჩანხარ რადარზე.
ოთახში ვცხოვრობთ გოგჩის ტბები და მეფეები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს