* * * დროა. სიკვდილის სარეცელზე უხმოდ გაწექი და განკურნება აფსურდია, სიკვდილი მხოლოდ, ან დაბადება ხელმეორედ, ხელახლა, ხოლო ის, რაც იქნება ამის შემდეგ, არის ნაკეცი უღიმღამო ქვეყნიერების.
შენ მიიწევდი მწვერვალისკენ და გიხაროდა, და ის ხანობა, ეს გზა იყო შენთვის ყოველი, მაგრამ მწვერვალის თხემზე მყოფმა მხოლოდ უფსკრული დაინახე და შენთვის ეს გზაც ასე დასრულდა, ანუ შენც "გაგიტაცა ქარიშხალივით ამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერმა" , მაგრამ დაშვებას ვერ ბედავ ჯერაც და უყეფ მთვარეს, დღენაკლული, როგორც ლაფორგი.
შენ დაიღუპე. დაიღუპე დაბადებამდე, რადგან არ შეგეძლო გადაგეწყვიტა როდის და სად დაიბადებოდი.
და ჰქვია სიკვდილს იმ მიზეზით სიტყვა სიკვდილი, რომ შეჩერება შეუძლია მისი ვერაფერს, მაგრამ სიკვდილი სიკვდილითვე გაავერაგეს და ვერ მოიკლავს აღდგომა დღეს თავს ძველი დროის იობი, ანუ ფაუსტი დღევანდელობის.
სისულელეა, რა თქმა უნდა, სიკვდილის გეშინოდეს, როდესაც შენთვის ყველაზე სარწმუნო პიროვნება, რომელიც ხშირად საკუთარ თავთან გიორდება, შეუვალი გულგრილობით გიწერს ამაზე : " დღეს ყველგან მზეა და სილამაზე, სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი. " ,
შენც გულგრილი ხარ ამის მიმართ მაგრამ ბავშვობა, დაუკითხავად აგაცალეს, როდესაც ძვლებით სავსე ორმოში ჩაგახედეს და შეგახსენეს, რომ შენი ადგილიც იქ არის, ბოლოს კი...ბოლოს შემოგთავაზეს შიგ ჩაწოლა შენივე ნებით, და შენც დათანხმდი უნებლიებთ, ძალით თუ ნებსით, რადგან დაწერე სტრიქონები: "და მე საკუთარ საფლავში ვცხოვრობ, და მე საკუთარ საფლავში ვკვდები. "
არ გჯერა ბედის, მაგრამ შენთვის მონახო უნდა, ვაცი მიზეზთა განტევების და ასკვნი ასე :
ბედის საქმეა. გერქვას უბედო, თავისმხრივ, არის ბედის ბედენა. გავრბივარ, მაგრამ ვინ დამედევნა, ვის მინდა, წასვლა რომ გავუბედო..
ცხოვრება, როგორც ხასის პატივი, დასერილ ფეხქვეშ გაფიანდაზდა და მოწამლული დამრჩა ანაზდად, ეს მარტოობა, ხასიათივით.
და ვინც იმედის გიბოძა ძღვენი, მოუხდი ბოდიშს, რომ გაუცრუვდათ, მიეცი, შენი უღიმღამო მომავლის დღენი როგორც, ვერ შემდგარ მწერლის სანაცვლო ხურდა.
და მაინც, ბჟუთავს სიბნელეში მცირე იმედი, რომ სულთმბორძაობის დროს, მოგაკითხავს ვინმე ვერგილიუსი და წინ გაგიძღვება, ჯოჯოხეთის პირველი გარსისაკენ, რადგან სხვაგვარად :
ბერწი დღეებით შემდგარი წელი, ჩაივლის ფუჭი იმედით კვლავ და სიკვდილისაგან სიცოცხლეს ველი, რადგან სიცოცხლე მუდმივად მკლავდა. მიცნობდეთ ასეთს, ვარ სულით მოკლე, ხნიერი ფიქრით და წლებით მომცრო. მე ჩემმა წილმა სიცოცხლემ მომკლა, და ჩემი წილი სიკვდილით ვცოცხლობ. დრო ბედის ქსელში გადაიხლართა, რომ საფიქრალი არ მოემატოს. მე მარტოობას ვჭირდები ალბათ, რადგან არასდროს არ მტოვებს მარტოს... და რაკი დგება სიცოცხლის ბოლო, გულს სხვა სიცოცხლის იმედით ვივსებ. ვგრძნობ მარტოობა მიტირებს მხოლოდ, რადგანაც მარტო დარჩება ისევ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მომეწონა, კარგია , ოღონდ სათაური არ უხდება, რატომღაც არასერიოზულის შთაბეჟდილებას ტოვებს. მომეწონა, კარგია , ოღონდ სათაური არ უხდება, რატომღაც არასერიოზულის შთაბეჟდილებას ტოვებს.
5. მე მომწონს.. ძალიანაც. რამდენიმე მომენტმა კაპილარებში გაიარა, ცივად
მე მომწონს.. ძალიანაც. რამდენიმე მომენტმა კაპილარებში გაიარა, ცივად
4. უდავოდ არის კარგი მომენტები,
შენიშვნებიც სამართლიანია, აღარ გავმეორდები.
უდავოდ არის კარგი მომენტები,
შენიშვნებიც სამართლიანია, აღარ გავმეორდები.
3. როგორ არ გავს ეს ნაწერი ავტორს...
მეც გამიჭირდა ბოლომდე ჩასვლა და კიდევ კარგი, რომ მაინც ჩავედი.
"მე მარტოობას ვჭირდები ალბათ, რადგან არასდროს არ მტოვებს მარტოს..."
როგორ არ გავს ეს ნაწერი ავტორს...
მეც გამიჭირდა ბოლომდე ჩასვლა და კიდევ კარგი, რომ მაინც ჩავედი.
"მე მარტოობას ვჭირდები ალბათ, რადგან არასდროს არ მტოვებს მარტოს..."
2. სათაური არ ამართლებს იმ არეულობას, რომელიც ნაწერშია. ამდენჯერ არეული რიტმი მკითხველს არ აძლევს საშუალებას აღიქვას ნაწერი. როცა პოეზიას კითხულობ და რამდენიმე მონაკვეთს ბევრჯერ უბრუნდები, იმის გასაგებად თუ რა წერია, კარგი არ უნდა იყოს. ამიტომ ვერ წავიკითხე ბოლომდე და ძალიან იშვიათად ვიქცევი ასე. აფსურდი - აბსურდი სათაური არ ამართლებს იმ არეულობას, რომელიც ნაწერშია. ამდენჯერ არეული რიტმი მკითხველს არ აძლევს საშუალებას აღიქვას ნაწერი. როცა პოეზიას კითხულობ და რამდენიმე მონაკვეთს ბევრჯერ უბრუნდები, იმის გასაგებად თუ რა წერია, კარგი არ უნდა იყოს. ამიტომ ვერ წავიკითხე ბოლომდე და ძალიან იშვიათად ვიქცევი ასე. აფსურდი - აბსურდი
1. ლექსლიბრი კი არა გაშმაგებული ელეგიაა. ისე არ ვიცი შეიძლება ჩემი ბრალია ვერ წავიკითხე მაგრამ სტილების დიდი ნარევია მგონი ზოგან ვერლიბრი ზოგან ვერბლანი ზოგან რა. ავყვებოდი კითხვისას რაღაც რიტმს მუსიკას და უცებ ორ ხაზში მეცლებოდა ხელიდან... დანარჩენი კარგია ) ლექსლიბრი კი არა გაშმაგებული ელეგიაა. ისე არ ვიცი შეიძლება ჩემი ბრალია ვერ წავიკითხე მაგრამ სტილების დიდი ნარევია მგონი ზოგან ვერლიბრი ზოგან ვერბლანი ზოგან რა. ავყვებოდი კითხვისას რაღაც რიტმს მუსიკას და უცებ ორ ხაზში მეცლებოდა ხელიდან... დანარჩენი კარგია )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|