ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წვიმის აკორდი
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2016


_შ_ე_ჯ_ა_მ_ე_ბ_ა_

როგორ მივიღო მამის შექება,
რა დავეკითხო ღირსების ორდენს,
მონდომებისგან რაც კი მექნება
ის რწმენის გამო არ უნდა მქონდეს.

წაქცეულ ხეებს ადგას ამაყად,
ქალაქის ლანდი და ზნე და ნამი,
ბევრმა ჩვენგანმა წყალი დანაყა
და ყველაფერი მიიღო ამით!

ცავ და ხმელეთო ალბათ მესხურო,
ყველა მშიერი როდია ხამი,
და მზისგან მხოლოდ ნათელს ვსესხულობ,
სითბო რად მინდა დღისით ან ღამით.

და ახლა როგორც მამის შექება,
უვლის გონებას და განცდებს უშლის,
როგორც მინიმუმ ლექსი შემრჩება,
ანუ ხელფასი მეფის მსგავს მუშის.

ვინღა უყურებს ბედის სიგამხდრეს
და ან სიკვდილის შესამჩნევ ქონს დღეს,
სული სხეულზე უნდა მიგახმეს,
რომ თავზე მეტი სიცოცხლე გქონდეს.

რა დავეკითხო აქ ველებს ან მთებს,
რას მიპასუხებს ძალით ან ნებით,
ვიღაც როდესაც მზეს სანთლით ანთებს
ჩვენ მაშინ სულის შებერვით ვქრებით.

არც ორდენი და აღარც შექება,
პირიქით ვხედავ ღირსების ორდენს,
ის რაც რწმენისგან მუდამ მექნება
მონდომებისგან ვერ უნდა მქონდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები