ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კონსტანტინე იამანიძე
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2016


წერილი № 7

ცა არწევს 
წვიმებით დაცხრილულ კაბადონს.
აკვანზე მიბმული
ღრიალებს ამინდი.
ოთახში სამნი ვართ
და მუდამ ვკამათობთ:
შენ ამბობ – გამიშვი!
პასუხად – დამინდე.

გესმის და ვაგრძელებთ
უწყვეტი პათოსით
კამათს და
ჯიუტად საუბარს არ იშლი.
თვალიდან მოგორავს ნაცრემლი – დამტოვე.
თავს ვხრი და
უხეშად გპასუხობ – გაგიშვი!

ოთახში ორნი ვართ,
მოვრჩით და დუმილით ,
პაუზას ვიღებ და
გამთავრებ სევდიანს.
ქარია.
შრიალით მაუწყეს დუელი
(ფოთლებმა)
ის დროა, შევეშვა ხეტიალს.

რადგანაც ცას ცრი და
კარზეა კაკუნი.
პასუხად –შეკრთომა
ჩაიცვეს კედლებმა.
ოთახში მარტო ვარ.
მუხლებზე  ჯვარედინ
ხელები დავიწყვე
–ცრემლები მერევა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები