ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კოლხიდელი1987
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 მაისი, 2016


ვიდრე ცისკიდურეთს ვეწვევი...

ვიდრე ცისკიდურეთს ვეწვევი,
მეც ჰამლეტივით შეშლილობის სცენას ვთამაშობ.
დავიარები ოთახიდან ოთახში და
თეთრ პერანგშეხსნილ ოფელიას გულმკერდზე ვკოცნი.
ვიდრე ცისკიდურეთს ვეწვევი,
მეც უშანგივით ჰამლეტის როლს მთლიანად ვირგებ.
ვმოძრაობ წიგნით ხელში ოთახში და
ლოცვასავით სულ ვიმეორებ უკვდავ მონოლოგს.
არ გაგიკვირდეს მეგობარო,
რადგან ცხოვრება როცა შანსს გვაძლევს,
ასე თუ ისე შანსი უნდა გამოვიყენოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები