 | ავტორი: ინი ჟანრი: პოეზია 15 მაისი, 2016 |
მადლობა იმათ, ვინც ჩვენს დღეებს დარაჯად ედგნენ, რომელთაც ახსოვთ შეცდომები დიდი თუ მცირე.
ვერ გაიგებდი დაგცინოდა ხალხი თუ ბედი, რომლებიც შვიდგზის ლოცულობდნენ და ცხრაგზის გვსჯიდნენ. .
და ამდენ ცამდე აღმართული საყდრების ფონზე ვიყავი ნიში, სადღაც მთებში, მაკლდა მლოცველი,
რომლებმაც გუშინ უფლის სახლში ხატები კოცნეს- და დღეს ღვთის სიტყვით ჯვარს მაცვამენ თავგამოდებით. .
და ვხუჭავ თვალებს- წლების არქივს, ერთგულ მეგობარს, წარმოვიდგენ რომ მოხუცი ვარ ვპატიობ იმათ,
ვინც ცოდვის გზაზე უფლის სიტყვით გადამეღობა, და ნაცვლად ხელის შეშველების ღვთის ნაცვლად მსჯიდა. .
რადგან ასე მწამს, კეთილია ღმერთო, სიბერე, შენც მოხუცი ხარ ღმერთო ჩემო, ყველა სიზმარში,
დრო არის მეთქი და პირჯვარი გადავიწერე. . მოვალ და გეტყვი, რაც არ მითქვამს, როგორ მიყვარდი. .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მეტს აღარ ვიზამ ;დ :* მეტს აღარ ვიზამ ;დ :*
16. ნუ ბაძავ გალაკტიონს!!!! ნუ ბაძავ გალაკტიონს!!!!
15. ძალიან მომეწონა :)) ++ ძალიან მომეწონა :)) ++
14. რა მაგარია! :)) რა მაგარია! :))
13. მომწონს.. მაგრამ ფინალი უფრო სხვა მინდოდა. რა მნიშვნელობა აქვს მე რა მინდოდა.
კარგია
მომწონს.. მაგრამ ფინალი უფრო სხვა მინდოდა. რა მნიშვნელობა აქვს მე რა მინდოდა.
კარგია
12. მადლობა ანანე, ნინა. . მადლობა ანანე, ნინა. .
10. არ ვიცი ადრეც თუ გიცნობდი, როგორც ავტორს, მაგრამ ბოლო რამდენიმე ნაწერი წავიკითხე და ახალ ნაწარმოებებში შენი დანახვისას, აუცილებლად მექნება განცდა, რომ წავიკითხავ კარგ ნაწერს. შენ შეგიძლია ბევრჯერ დაწერილი თემები განაახლო კარგი ფრაზებით, შედარებებით და არ იშურებ კიდეც გაამდიდრო ნაწერი.
კიდევ ერთი, ეს არის ჩეულებრივი თოთხმეტ მარცვლიანი ნაწერი, ფორმას მელოდია არ შეუცვლია, მაგრამ ე.წ. ტრადიციული ფორმისგან განსხვავებით, ასე უფრო ადვილად აღქმადია და არ გამოეპარება მკითხველს დეტალები. კარგია. არ ვიცი ადრეც თუ გიცნობდი, როგორც ავტორს, მაგრამ ბოლო რამდენიმე ნაწერი წავიკითხე და ახალ ნაწარმოებებში შენი დანახვისას, აუცილებლად მექნება განცდა, რომ წავიკითხავ კარგ ნაწერს. შენ შეგიძლია ბევრჯერ დაწერილი თემები განაახლო კარგი ფრაზებით, შედარებებით და არ იშურებ კიდეც გაამდიდრო ნაწერი.
კიდევ ერთი, ეს არის ჩეულებრივი თოთხმეტ მარცვლიანი ნაწერი, ფორმას მელოდია არ შეუცვლია, მაგრამ ე.წ. ტრადიციული ფორმისგან განსხვავებით, ასე უფრო ადვილად აღქმადია და არ გამოეპარება მკითხველს დეტალები. კარგია.
9. და ვხუჭავ თვალებს- წლების არქივს, ერთგულ მეგობარს, წარმოვიდგენ რომ მოხუცი ვარ ვპატიობ იმათ,
ვფიქრობ ეს ტირე გამოასწორებს საქმეს :) წლების არქივი და ერთგული მეგობარი თვალებია.. მოკითხვა ნინა *) და ვხუჭავ თვალებს- წლების არქივს, ერთგულ მეგობარს, წარმოვიდგენ რომ მოხუცი ვარ ვპატიობ იმათ,
ვფიქრობ ეს ტირე გამოასწორებს საქმეს :) წლების არქივი და ერთგული მეგობარი თვალებია.. მოკითხვა ნინა *)
8.
ინი, ლუტეციას დაუჯერე. :)
მეც დამიჯერე, იმიტომ რომ მომეწონა.
”და ვხუჭავ თვალებს, წლების არქივს, ერთგულ მეგობარს, წარმოვიდგენ, რომ მოხუცი ვარ ვპატიობ იმათ, ( ვინც ცოდვის გზაზე უფლის სიტყვით გადამეღობა,)
აი აქ, ვერ გავიგე კარგად, წლების არქივია ერთული მეგობარი? სასვენი ნიშნის საკითხი ხომ არაა? თუ სიტყვა ”წარმოივიდგენ” ორივეს ეკუთვნის წლების არქივსაც თუ იმასაც, რომ მოხუცად წარმოიდგენს თავს წარმოსახვითი პერსონაჟი?
ინი, ლუტეციას დაუჯერე. :)
მეც დამიჯერე, იმიტომ რომ მომეწონა.
”და ვხუჭავ თვალებს, წლების არქივს, ერთგულ მეგობარს, წარმოვიდგენ, რომ მოხუცი ვარ ვპატიობ იმათ, ( ვინც ცოდვის გზაზე უფლის სიტყვით გადამეღობა,)
აი აქ, ვერ გავიგე კარგად, წლების არქივია ერთული მეგობარი? სასვენი ნიშნის საკითხი ხომ არაა? თუ სიტყვა ”წარმოივიდგენ” ორივეს ეკუთვნის წლების არქივსაც თუ იმასაც, რომ მოხუცად წარმოიდგენს თავს წარმოსახვითი პერსონაჟი?
7. მოდი გავერკვეთ . ერთი და იგივეს ამღერებთ ბოლო დროს : ) ჯერ სად დაინახეთ ჩემი თვითდარქმეული პოეტობა, მერე ამ გალაკტიონით რა შემაღონეთ, ან იმას რას აღონებთ ჩემით ) რა შუაში ვარ მე გალასთან ან გალა ჩემთან . . სიფრთხილეს რაც შეეხება ეგ უკვე ჩემი საქმეა :) ჰო კიდევ,სიამაყეს რაც შეეხება, რომ მოვკვდები უეჭველად მაპატიებთ:) წარმატებებს გისურვებთ ყველას მოდი გავერკვეთ . ერთი და იგივეს ამღერებთ ბოლო დროს : ) ჯერ სად დაინახეთ ჩემი თვითდარქმეული პოეტობა, მერე ამ გალაკტიონით რა შემაღონეთ, ან იმას რას აღონებთ ჩემით ) რა შუაში ვარ მე გალასთან ან გალა ჩემთან . . სიფრთხილეს რაც შეეხება ეგ უკვე ჩემი საქმეა :) ჰო კიდევ,სიამაყეს რაც შეეხება, რომ მოვკვდები უეჭველად მაპატიებთ:) წარმატებებს გისურვებთ ყველას
6. ამპარტავნული მომეჩვენა ცოტა. პოეტებს ახასიათებთ საკუთარი თავის ბრბოსგან გამოყოფა, მაგრამ ალბათ ცოტა სიფრთხილეა საჭირო. გალაკტიონს ადვილია სიამაყე აპატიო :) ამპარტავნული მომეჩვენა ცოტა. პოეტებს ახასიათებთ საკუთარი თავის ბრბოსგან გამოყოფა, მაგრამ ალბათ ცოტა სიფრთხილეა საჭირო. გალაკტიონს ადვილია სიამაყე აპატიო :)
4. კარგი ...:-* კარგი ...:-*
3. უკომენტაროდ. უკომენტაროდ.
2. ლამაზად ნათქვამი აქტუალური სიმართლე. მომეწონა. ლამაზად ნათქვამი აქტუალური სიმართლე. მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|