| ავტორი: ბ.გ ჟანრი: პოეზია 17 მაისი, 2016 |
თავი დამანებეთ ქალბატონო, უხამს-მწვავე მზერის დანათებით, ჩემი სიკვდილები არ მეყოფა?! თქვენზე ფიქრად ვკვდები დამატებით...
........................
წვიმდა... წვეთები ეხეთქებოდა მიწას ლოდივით, მე დავიღალე... წვიმით კი არა! შენი ლოდინით...
....................
ჭმუნვის რა გითხრათ და წყალზე მეტად ღვინო მწყურია, დროში ვიწვები ისე მძიძგნიან ჩუმი ფიქრები, სულს ვექაჩები, ისე ძლიერ როგორც ოქროს გორი ურია... აღარ მივტირი არაფერს ამ დროს განა იმიტომ რომ გავიზარდე, კაცი ვარ (თითქმის) არამედ უფრო ცრემლი აღარ მაქვს თვალში და ჩემი ხმა კი წარსულიდან ზლუქუნად ისმის... აღარ მივარგა ნერვი,ძარღვი,თუნდაც პირის ღრუ, ობლად რომ გდია სიმარტოვე ამის ბრალია, მე მხოლოდ ვიცი შერკინებას ვერ გადავიტან, ჩემი გონება უშენობით გადამთვრალია...
...........................
არ არის ზღაპარი ეს მონათხრობი ერთურთის ბოღმა რომ სჩვევიათ ქართველებს, ყველა ხომ ცუდია! არაფრად ვარგია! შური არ გადაგცდათ?! მიკვირს,არ გახველებთ... კრიტიკა ხომ იცით ჭკვიანო ერო, მხოლოდ თქვენა ხართ განათლებული, ,,რასა ჰგავს'' ,,ეს რა ქნა'' ,,კაპიკად არა ღირს'' სიტყვები არის ,,გამართლებული''... თქვენს თავს შეხედეთ,იყურეთ სარკეში ხომ ხედავთ ღორებს?! მიმალულს ბრბოშია, იეგოისტეთ რეალურ ფიქრებით მაშინვე მიხვდებით თქვენს ფასს! გროშია!
............................
გულში არ ყვავილობს გაზაფხული იმედებს წაუღიათ მოგონება, ლექსსაც იშვიათად მაწერინებს აზრით გაჟღენთილი შეღონება... გრძნობა ჩამეღვენთა უანდერძოდ სადღაც უფსკრულშია მიმალული, ზოგჯერ მიფიქრია ცოდვებზეც და ვატყობ გვიანია სინანული... ფარჩით შემოსილა სიხარული მე კი მის ძებნაში სული დამელია პოზიტიური ღიმილს სულ დავეძებ თუმცა ეს პროცესიც მეტად დამღლელია... ვატყობ არაფრისთვის მიბრძოლია ხალხი ხალხს აღარ ჰგავს,გადირია ქვებით სუნთქავენ და ეს ქვა ამძიმებთ ყველა უბადრუკი,ყველა ნადირია!
........................
ამდენი უაზრობებით გადაიღალა სხეული, ჩემს თავზე მოხუცებული ეშმაკივით დგას ,,გრძნეული'' დარდები სულში დაჰქრიან არიან გამომწყვდეულნი, მზეს ვნატრობ,მთვარე ამოდის დრო ამრევია... წყეული! კართან კვლავ ვიცდი უაზროდ, მოლოდინსა ვარ ჩვეული, იქნებ ვუთხრა,რომ მიყვარს და... აღარ ვიქნები ეული... ფიქრი ქაოსად იღვრება, მე კი ვარ ცრემლმორეული, ხალისიც ქრება მუდმივად სიყვარულ-გადაჩვეული...
................................
სადღაც ჩუმ ადგილს დავიდებ ბინას, ამ საუკუნის მგზავრი გვიანი... სადაც იქნება ღვარძლი ნაკლები, და უფრო ნაკლებ ადამიანი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მადლობა ქეროლაინ :))) მადლობა ქეროლაინ :)))
9. მომეწონა ძალიან :)) ++ მომეწონა ძალიან :)) ++
8. მადლობა ჭა-ვ ))) მადლობა ჭა-ვ )))
7. + შემოვივლი სხვა დროსაც... + შემოვივლი სხვა დროსაც...
6. + შემოვივლი სხვა დროსაც... + შემოვივლი სხვა დროსაც...
5. გმადლობ ,,ნექტარი'' :) გმადლობ ,,ნექტარი`` :)
4. თითქმის ყველა საინტერესოა. კარგია.
ნ ე ქ ტ ა რ ი. თითქმის ყველა საინტერესოა. კარგია.
ნ ე ქ ტ ა რ ი.
3. თითქმის ყველა საინტერესოა. კარგია.
ნ ე ქ ტ ა რ ი. თითქმის ყველა საინტერესოა. კარგია.
ნ ე ქ ტ ა რ ი.
2. გმდლობ დანტე, აქ რადგან 3 დღეში ერთხელაა წესი ლექსის დადების გადავწყვიტე ერთად დამეწერა, ზოგიერთი ლექსიც არაა,პატარა სიმართლე ვთქვი ლექსად გამოთქმული უბრალოდ, 1 სტროფიანი რომლებიცაა მათ ვგულისხმობ :) კიდევ ერთხელ მადლობა :) გმდლობ დანტე, აქ რადგან 3 დღეში ერთხელაა წესი ლექსის დადების გადავწყვიტე ერთად დამეწერა, ზოგიერთი ლექსიც არაა,პატარა სიმართლე ვთქვი ლექსად გამოთქმული უბრალოდ, 1 სტროფიანი რომლებიცაა მათ ვგულისხმობ :) კიდევ ერთხელ მადლობა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|