ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2016


ვიხილები და მოვდივარ!

ვიხილები და მოვდივარ!
ამ სიტყვებამდე კი  ითვლი რიცხვს იმდენს რამდენი წლისაცა ხარ,
ადრე თუ გახსოვს, ერთმანეთზე აყრიდი ციფრებს,
ახლა კი აჭიანურებ და
ზარმაც მოსწავლესავით დამარცვლით ითვლი,
მეგობრები დაგემალნენ და ალბათ ვეღარც იპოვი…
მერე კი ტირი,
ქვითინებ და სლუკუნ-სლუკუნით გცდება სიტყვები, სველი ტუჩებიდან:
არ შეიძლება ასეთი ფერისცვალება!
არ შეიძლება წუთით დახუჭო თვალი
და გახელისას მსოფლიოს ყველა უსამართლობა ყელში მოგაწვეს ბურთივით!
მერე კი გიკვირთ ახალგაზრდათა სუიციდები,
გიკვირთ პროტესტი
და ჩაკეტილი გულები გიკვირთ,
ჰიპერ თუ ჰიპო აქტიურებიც გიკვირთ
და საკუთარი მაჯისცემა გავიწყდებათ,  როდესაც პირველად "გამოიხილეთ"…






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები