| ავტორი: ბასბუსი ჟანრი: პოეზია 23 მაისი, 2016 |
იქ სადღაცას, გულთან ახლოს, დამალულა ფიქრი რთული. ვერ ერკვევა რა ადარდებს, მარტოობა, ცრუ წარსული. შებოჭილი, შებყრობილი, უცნაური აზრთა გროვით გათიშულა წრფელი გრძნობა, დარჩენილა უხმო შური.. და აცეცებს ვერაგ თვალებს, რომ დაიპყროს მსხვერპლის გული. ჩემშიც არის რაღაც ცუდი, როგორც ყველა კაცის გულში. თავს მეხვევა, გარს მებნევა, ფიქრთა შავი მღელვარება, მაგრამ უკვე ვერას მავნებს ეს ვერაგი შხამის ფრქვევა. მოწამლული მოგონებით დავდიოდი დიდხანს მთვრალი, ვერ ვამჩნევდი რა ყოფილა ქვეყანაზე დღეს მთავარი, და შენც გირჩევ მეგობარო რაგინდ მძიმე გქონდეს წყლული, ნუ ჩაიდებ გულში წყენას, დაივიწყე ცრუ წარსული!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ,, მე არ ვარ პოეტი და ეს კარგად მესმის''. თავმდაბლობა(: +'ები' ,, მე არ ვარ პოეტი და ეს კარგად მესმის``. თავმდაბლობა(: +`ები`
8. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. და დროისთვის რომელიც დამითმეთ. მე არ ვარ პოეტი და ეს კარგად მესმის, უბრალოდ ზოგჯერ ჩემთვის რაღაცას გადმოვიტან ხოლმე გონებიდან ფურცლის ნაგლეჯებზე მერე კი ვივიწყებ. ნუ მიწყენთ. მადლობა კიდევ ერთხელ. ისე ძალიან მიყვარს პოეზია, პროზა და ვარ კარგი მსმენელი. თუ არავის შევაწუხებ ზოგჯერ დავწერ შეცდომებით სავსე სტრიქონებს. მათავისუფლებს :* მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. და დროისთვის რომელიც დამითმეთ. მე არ ვარ პოეტი და ეს კარგად მესმის, უბრალოდ ზოგჯერ ჩემთვის რაღაცას გადმოვიტან ხოლმე გონებიდან ფურცლის ნაგლეჯებზე მერე კი ვივიწყებ. ნუ მიწყენთ. მადლობა კიდევ ერთხელ. ისე ძალიან მიყვარს პოეზია, პროზა და ვარ კარგი მსმენელი. თუ არავის შევაწუხებ ზოგჯერ დავწერ შეცდომებით სავსე სტრიქონებს. მათავისუფლებს :*
6. აქლბატონო თეა, რატომ უნდა წეროს ისე, როგორც წერენ სხვა პოეტები? ისე უნდა წეროს, როგორც ეწერება და ვფიქრობ, საკუთარ შეცდომებს ყველაზე უკეთ ხედავს ავტორი აქლბატონო თეა, რატომ უნდა წეროს ისე, როგორც წერენ სხვა პოეტები? ისე უნდა წეროს, როგორც ეწერება და ვფიქრობ, საკუთარ შეცდომებს ყველაზე უკეთ ხედავს ავტორი
5. Mაგრამ ერთს გირჩევ ერიდე ეგრეთ წოდებულ "თანამედროვე ავტორებს" მაგათმა ქართული ლექსი ისე დააბერეს უკვე მარაზმში არიან და ვერ გრძნობენ....თუ მაინც და მაინც მათე მარადელის პოეზიას გაეცანი.... Mაგრამ ერთს გირჩევ ერიდე ეგრეთ წოდებულ "თანამედროვე ავტორებს" მაგათმა ქართული ლექსი ისე დააბერეს უკვე მარაზმში არიან და ვერ გრძნობენ....თუ მაინც და მაინც მათე მარადელის პოეზიას გაეცანი....
4. Nიჭიერი ჩანხარ....ლექსი ძველ-სურნელებით არის გაჟღენთილი....ცოტა თანამედროვე ელემენტებით გამდიდრება არ აწყენდა... Nიჭიერი ჩანხარ....ლექსი ძველ-სურნელებით არის გაჟღენთილი....ცოტა თანამედროვე ელემენტებით გამდიდრება არ აწყენდა...
3. ეს რჩევა კარგია, მაგრამ ლექსს რაც შეეხება, მეც გირჩევთ ერთ რამეს და იმედია, არ მიწყენთ - თანამედროვე ავტორების პოეზიას გაეცანით.
ეს რჩევა კარგია, მაგრამ ლექსს რაც შეეხება, მეც გირჩევთ ერთ რამეს და იმედია, არ მიწყენთ - თანამედროვე ავტორების პოეზიას გაეცანით.
2. სადგაცას - სადღაც შებყრობილი - შეპყრობილი
ხმაურიანი შური გაგიგია? ვერსა-ვერას ცრუ წარსულის არსი ვერ შევიცანი, მართალი გითხრა. შეცდომების და კორექტურის გარდა, არც რითმები მომეწონა... სადგაცას - სადღაც შებყრობილი - შეპყრობილი
ხმაურიანი შური გაგიგია? ვერსა-ვერას ცრუ წარსულის არსი ვერ შევიცანი, მართალი გითხრა. შეცდომების და კორექტურის გარდა, არც რითმები მომეწონა...
1. არ მომეეონა. წარმატებები. არ მომეეონა. წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|