ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წვიმის აკორდი
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2016


18+1 ,,ანუ სიტყვები ლექსის გარეშე და ამ სიტყვებში ლექსი"

სად არის ახლა ბებერი მტკვარი,
როდესაც გვერდით ლოცულობს ვერე,
გერქმევა მერე მერი ან მარი
ან პოეზია გერქმევა მერე!

სად არის ახლა წვიმების მეფე,
სიცივე ცაზე ღმერთმა დანაყა,
გარეთ  ღრუბლების ლეკვები ყეფენ,
მაგრამ ძნელია მათი დანახვა..

მზე ჩუმად კარებს სხივებით აღებს
და თეზბიტელი ხვდება ელია,
ოთახში როცა უვლიან ბაღებს,
იქ ბუნებისთვის წვიმა ძნელია.

სადაც იპოვით ადგილს ველიანს,
ღამე ჩაკეცეთ ქვედა ბინდებმა,
ვიცი სიცოცხლე სადაც ძნელია,
იქ სიკვდილი რომ გეადვილდება.

ვიცოდი ალბათ ღმერთის ანბანი,
ან პოეზია მიყვარდა ძლიერ,
და იანვარში თოვლის საბანით,
ჩემში სიცივეს ბოლოჯერ ვსძლიე

და აყვავილდა შემდეგ ზამთარი
თოვლის ქსოვილმა დაიწყო რღვევა,
პირველ ლექსივით ცრუ და მართალი
ცრუც და მართალიც ორივე მე ვარ!

და მაინც თოვლი ბუნების მძივებს
(ტიციანისთვის ალბათ მიხაკად)
ეძებდა....შემდეგ, ომის სიმძიმედ
თეთრი საბანი გადაიხადა.

ვიცი წვიმის ღვრას ,,ედემის შარმო",
მე უსათუოდ ლექსებით მწამებ,
აქ ბუნებისთვის საშუქნიშანოდ
მაისში ისევ ანთია მწვანე.

ხმლის გარეშეა ამინდის ფარი,
პირი იბრუნა სიცივის პირმა,
და როგორც სადღაც წასული ქალი
ბრუნდება სახლში მაისის წვიმა.

სად არის ახლა ბებერი მტკვარი,
როდესაც გვერდით თავს იხრჩობს ვერე,
გერქმევა მერე მერი ან მარი
ან პოეზია გერქმევა მერე!

არ შეეგუო წამის სიმწარეს,
რა კუთხითაც კი არ უნდა მიდგე,
შენ თვალებს ლექსი უფრო გიმწვანებს,
სამოსი, ღმერთი, ბუნება ვიდრე.

ვაკვირდებოდი ამინდს, ადგილებს,
ქალაქში როცა ვიყავი სადმე,
ეს კიბეები გაგიადვილებს,
რომ მეცხრამეტე მწვერვალზე დადგე

და ქარის მწყობრით დგას ვაგონები
და ქარი მხარში უდგას ლიანდაგს
და ქარისავით მეშთაგონები
სტრიქონებით რომ კიბეს მიადგამს

იმ მეცხრამეტე ცაზე რომელსაც,
უფრო მეეცხრე ცის ფერი დაკრავს,
თვითონ სამსხვერპლო გულით ვიცოდებ,
განწირულ ქარის ვაგონებს, და კრავს!

ქალაქში ქალის აზრების ცვილო,
უფრო მცირეა სართული წინა
და ყოველღამე ღმერთივით ვცდილობ,
რომ ყოველღამე მოვიდეს წვიმა.

წინასწარ ვიცი ალბათ ელია,
რომ თვითონ წვიმის აკორდებს გწამებ,
მაგრამ ჩვენ სწორედ მაშინ გველიან
როცა მაისსში ანთია მწვანე.

ერთ ლექსში ლექსი ვეღარ ეტევა,
ერთ ლექსში ლექსით ვეღარ გავედი,
ეს ყველაფერი მეცხრამეტეა
და ყველაფერი არის ცხრამეტი!

და ღმერთი ახლა როგორც ამინდი,
განსჯის ბუნებას ღრუბელის ცვილო,
ჩემს სიტყვებს ჩემი ლექსით ვთარგმნიდი,
და ახლა ლექსის თარგმანსაც ვცდილობ!

თავი მოიკლა ვხედავ რომ ვერემ,
და მტკვართან ახლოს ამოდის ღვია,
პოეზია ხარ?! რად უნდა ,,მერე"!
მე ვფიქრობ ხარ და კიდევაც გქვია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები