ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იზკ
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2016


***

გიყვარდეს ცოლიანი კაცი ნიშნავს მარტომ გაატარო დაბადების დღე
და ყველა ის დღესასწაული ,რომელიც ადამიანს ოჯახში ყოფნას ავალდებულებს,
გიყვარდეს ცოლიანი კაცი ნიშნავს , ყოველთვის ჩრდილში დაიმალო
და უფრო მეტად მალო საკუთარი გრძნობები , ვიდრე მანამდე , ჩვეულებრივი კაცის სიყვარულისას,
გიყვარდეს ცოლიანი კაცი ნიშნავს უყურო როგორ იქმნის ბედნიერი ოჯახის იმიჯს და ხმა არ ამოიღო,
ვერც სხვამხარეს გაიხედო და მარილიანი წყალი მოიწმინდო
გიყვარდეს ცოლიანი კაცი ნიშნავს -გიყვარდეს კაცი,რომელსაც ცოლი ჰყავს და ღალატობს,
და ყოველთვის იყო მზად მომავალი ღალატისთვის,
არასდროს იგრძნო თავი დაცულად,
არც იქით იყო და არც აქეთ,
ვერასდროს მოიწყო პირადი ცხოვრება,
არასდროს წაისვა შენი საყვარელი პომადა,
არასდროს შეახო ფერადი ტუჩები,
არასდროს წარმოიდგინო როგორ ეფერება ცოლს
ან როგორ ეფერება ცოლი,
არასდროს ეცადო იფიქრო ,რას ხედავს თვალებდახუჭული
არასდროს წარმოიდგინო ,როგორ ასეირნებს ბავშვებს,
და როგორ გაჩდნენ ისინი,
ეცადე დაიჯერო წეროების ამბავი
და მალე გამოიღვიძო,
გაახილო თვალები და დაივიწყო რომ გიყვარს ცოლიანი კაცი .....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს