მიყვარხარ ჩემო სამშობლოვ, ათასჯერ ჯვარზედ გაკრულო. კავკასიონის მთებიდან ნოკოფსიამდე განთქმულო, რას შევადარო შენი ხმა, და მრავალფერი ჩაკრულო?! ოჰ, როგორ მიყვარს შენი ცა, საუკუნითგან განთქმულო. უძღები შვილი მე შენზე სიტყვის წარმოთქმას ვკადრულობ, გპირდები, შენთვის ვილოცებ და შენს მომავალს ვდარდულობ, თავს არ შევირცხვენ ბრძოლაში, მტერს მე მოყვარედ არ ვგულობ. შვილებს ქართველად კვლავ აღვზრდი, შენგან კი სიმხნეს ვთხოულობ. გთხოვ, ნუ მოდრკები ჭაღარავ, სისხლი ვაჟკაცის მუდამ გზდევს, მერე რა, თუკი დროებამ დღეს გზა უბნია ერს? შენ კვლავ მოავლენ; ილიას, ვაჟას, აკაკს და სხვებს სად გაგონილა აქამდე, ქართლი ეტოვოს ღმერთს?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გახურდა პატრიოტიზმი.) ეტოვოს-სწორი ფორმა არა მგონია. გახურდა პატრიოტიზმი.) ეტოვოს-სწორი ფორმა არა მგონია.
1. მიყვარხარ ჩემო სამშობლოვ
რა ტკბილად და გულიანად წერ. მომწონს ლექსი. გაიხარე ავტორო! მიყვარხარ ჩემო სამშობლოვ
რა ტკბილად და გულიანად წერ. მომწონს ლექსი. გაიხარე ავტორო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|