ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2016


საწოლში მტერთან

მოღალატე ხარ! - მტერთან წევხარ... არც კი გრცხვენია,
ღმერთმა ნუ ჰქნას რომ სხვა გამრავლდეს ამ ქვეყანაში,
სიყვარულისთვის თავგანწირვა თუმცა ძნელია,
თუკი დამჭირდა - ენგურს შევალ... როგორც თარაში.

დღეა თუ ღამე - შენ საწოლში მტერთან ნებივრობ,
მერე რაა რომ ქმარი არ გყავს... ეს არ გამართლებს,
არავინ იცის ასე ვინ... რამ გაგანებივრა,
ან სად და როდის გაგვიგორებს ბედი კამათლებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები