ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეწერებაა
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2016


შახსეი - ვახსეი


ასჯერ გაგონილს ხომ ჯობია ერთხელ ნანახი?!
ჰოდა აქა ვარ! პოეზიის ძეგლად,ნაშენად,
მოიმარაგეთ სიძულვილი,ქვები,ტალახი,
მე "დიდი" სულხან წულუკიძე
თქვენს წინაშე ვარ...
ვწუხვარ!
ვერაფრით ვერ ვიქეცი უფლის მორჩილად
და რა გამაჩნდა სამყაროში კიდევ ამ ფასის?!
მე - ერთი თვალებჩაცვენილი ძველი თოჯინა,
მე - ერთი სცენას აცდენილი ცირკის ჯამბაზი.
ერთ დროს ჩემს ბაღში მცენარეებს ფესვებს ვურწყავდი,
ბაღია ჩემი მარტოობის დიდი საგრაფო...
ზოგჯერ ისეთი მდუღარეა სუფთა კურცხალი
დაიღუპები მცირე წვეთიც რომ გადაყლაპო...
ვიტირე!
ცრემლით უწმინდესი მიწა წავბილწე,
ფარსია ცრემლში სიყვარულის სევდის ჩატევა,
არ შეგიყვარდე გოგონია დედას გაფიცებ!
არ შეგიყვარდე გოგონია მოღალატე ვარ!
წადით სახლში და მოუყევით ცოლებს,ქმარშვილებს,
რომ ამ ნაგავთან არაფერი არ გაკავშირებთ
და ახლა სანამ უკანასკნელ სტრიქონს ვკითხულობ,
აღარ მსურს თქვენი თავებიდან გამოგიტყუოთ,
აღარ მსურს თქვენი ოცნებების სიტყვით ჩაქოლვა,
სირცხვილი ჩემი ნიშანია,ზოდიაქოა,
აღარ მსურს რადგად მზისოდენა ტკივილს მივათრევ,
რომ ტყუილია ჩემი გზა და ჩემი სიმართლე...
გიბრუნებთ უკან ემოციით განცდილ სიამეს!
მე ვცოცხლობ ჩემი სინანულით,
მე ვკვდები ჩემი სინანულით,
მე ვყარვარ ჩემი სინანულით
გამანიავეთ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს