| ავტორი: ბასბუსი ჟანრი: პროზა 30 მაისი, 2016 |
შემოდგომაა, ნელ-ნელა სიცივე ცვლის ალერსიან სითბოს, და გვახსენებს რომ მუდმივად არაფერი გრძელდება, ეხლა როცა შემოდგომა ვახსენე, მივხვდი რომ არც მიგრძვნია წელიწადის ეს დრო, არ შემიხედავს ხეებისთვის რომლებიც ცხვირწინ მაქვს. რა შეიცვალა ჩემში? რა მაქვს ამდენი საქმე რომ, სილამაზის აღქმა დავკარგე. რა მაინც რა დამემართა, რამდენი ხანია არ მინახავს ცა მიუხედავად იმისა რომ ყოველ დღე დავდივარ ღია ცის ქვეშ. და არ მინახავს ცა თვეებია. არდავმტკბარვარ საამური ნიავით ასე ხალისიანად რომ დაქრის ხოლმე, აღარ ვაქცევ ყურადღებას იმას რასაც ადრე სიხარულით შევცქეროდი და მაშინ ბევრად კარგად იყო ყველაფერი,ახლა კი გეკითხები მაინც ვინ ხარ? რა დარჩა შენგან? ნუთუ ის გახდი რაც ყოველთვის გძულდა, ნუთუ მასის შემადგენელი ნაწილი გახდი და აღარ გაგაჩნია საკუთარი აზრი. რა დაგემართა მეგობარო? რამ დაგამონა? დანებდი? დაგაჩოქა სხვებივით ცხოვრებამ? დაგახრევინა თავი? ადექი!ნუ გაქვს შიშით სავსე თვალები, გამოფხიზლდი, გთხოვ არ ჩაიქნიო ხელი. ხომ ხედავ უშენოდ მიდის ცხოვრება, ხომ ხედავ ვერავინ დაგელოდება, არც არავინ დაგეხმარება წამოდგომაში. ზოგი ჩაგივლის, ზოგი გადაგაბიჯებს და არავინ შეიმჩნევს უშენობას, ადექი იბრძოლე, შეხედე ზეცას! შეხედე! დატკბი მისი მშვენებით, ნახე საოცრება გამოსახული ღრუბლებში, და იგრძენი ის რაც მარტო შენ შეგიძლია, გულწრფელი ტკბობა ერთი ციდა ბედნიერებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. +1 ,,ადექი, იბრძოლე, შეხედე ზეცას!'' +1 ,,ადექი, იბრძოლე, შეხედე ზეცას!``
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|