ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2016


"კეისარს" (დაბოლილზე დაწერილი ლექსი)(წასაკითხიც))

ავგუსტუს!
-ცოტაც და იქცევი ბებერად,
წამები გართმევენ მზესა და სექტემბერს
კარებთან ნუ მოკლავ, გავუღოთ, (მოტეხე)
ჯანდაბას იმასაც მოვტეხავ.
ჩავყარო?
-ჩაყარე. სხივები ისედაც ბევრია,
ავიტან. შენ როგორ აპირებ ატანას?
-მოიტანს, აბა რა, ერთბაშად მოიტანს
და მერე საღამოს მუსიკებს გაატანს.
და მერე კარგია მოირგო პიესა,
ნოტები, სტროფები,
(მე მეფე ლირი ვარ)
სიჩუმე დარბაზში, ფარდები გააღეთ,
ფარდები გააღეთ, მე მეფე ლირი ვარ!

-აპლოდისმენტები არ არის საჭირო.
არ არის საჭირო ტაში და ღრიალი,
წრიალებს დარბაზი, თეატრიც წრიალებს,
დედამიწა ვარ, მაცადეთ!
ზღვა ვარ და სამყაროს ბოლომდე მოვიარ.
ვინ იცის რამდენჯერ გადავრჩი. ვინ იცის?!
როლიდან გავდივარ, ვამთავრებ, მოიტა,
მოიტა უფალო და ცოტა მიიწი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები