ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგულა
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2016


დროის რბოლა რა არის მისთვის

თავსხმა წვიმაში დასველებას თუ კი გაბედავ
მაგ ლამაზ სხეულს მიაგებებ ულმობ  ქარიშხალს
მე წვიმად მოვალ,  მოგეკვრები თმებზე თავხედად
შუბლს დაგინამავ და თვალებში კოცნას გავრისკავ.
ცრემლებს დაგიშრობ ციურ წვეთით, მკერდს დაგინამავ
მოგიალერსებ გულის სითბო სულს დაგიამებს
შენს შემხვედრ ალერსს ტკბილ ხსოვნისთვის გადავინახავ
თვალთა ციალი დამიამებს ტრფობის იარებს.
მე შენზე ფიქრში ვერ შევიგრძნობ დრო საით მირბის
სულაც არ ვდარდობ შენთან ერთად საამურია
ვაჰ! გრძნობა დიდი, დროის რბოლა რა არის მისთვის
მარადისობას შეუერთდეს როცა სწყურია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები