ერთ დღესაც,როცა ჩვეულ ადგილას ნახევრად ჩაცმულები ვისხედით , მე ვუყურებდი ჩემ ვარდისფერ წინწკლებიან წინდებს და ვგრძნობდი მის მზერას, რომელიც ხან წინდებსა და ფეხებზე ჩერდებოდა და ხანაც ცხვირსა და ნიკაპს შორის... 18 ოქტომბერია -ჯერ არაფერი ვიცი -არაფერზე, ისევ ვგრძნობ სიყვარულს , შიშს , გაქცევის სურვილს, ისევ მინდა გადავხტე მანქანიდან და თუ გამომეკიდება სავარცხელი ვესროლო იქამდე სანამ ტყეები ან კლდეები არ აღიმართება ჩვენს შორის, თუმცა უკვე აღმართულია....