 | ავტორი: შენგელია ჯანო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 3 ივნისი, 2016 |
მიწას
მე შენს დროებით ნაქირავებ ნაგლეჯში ვცხოვრობ . როდის გამასახლებ ?
მეზღაპრე :
გვალვები იდგნენო დადუმდნენ გამწყრალი ღმერთები, იბადებოდნენ დემონები კაცთა სხეულში. გამოჩნდნენ გოლიათები და სახლისხელა ლოდებს ისროდნენ, დაშრნენ მდინარეები და ჭებში მხოლოდ ექო სახლობდა. ჭირმა მოიცვა სამეფოები, წყდებოდნენ კაცნი ქალნი, ბავშვები ყველა.
გამოჩნდა კაცი ცალთვალა, ცალხელა და კეთროვანი. ( შავი მგლის შვილი ) ითხოვდა აეგოთ ტაძრები და ელოცათ იმაზე რასაც ვერ ხედავდნენ, ხოლო ხილული დაევიწყებინათ. სიცილი აყარეს რაინდებმა , ამილსპასალარებმა ცხენს გამოაბეს მისი სხეული და მიათრევნდნენ სანამ სისხლმა არ დაუფარა მანკიერი წყლულები. ცხარე ცრემლებით ტიროდა ცალთვალა , უეცრად მისი მხრები ზღვებს გადასწვნენ. ცალ მკლავში მთების ზომა კუნთები ამოეზარდა, მისი ღრიალი 1000 სამყაროს გადასწვდა. და ერთი ჩასუნთქვით მთლიანად გააქრო ჰაერი დედამიწიდან… და გაწყდა ყველა სულიერი , ქარებიც ჩადგნენ. და დარჩა მასთან სიმარტოვე და დალია სული ოკეანის ნაპირთან. როცა ჰორიზონტს ღრუბლებიც აღარ ზვერავდნენ.
დაბრუნდნენ ამაყი ღმერთები. და მიწა შეეხო ცის ნაგლეჯს და იშვა ხმაური პირველად. და იშვნენ : ქალები კაცები, ბავშვები. წავიდნენ ღმერთები გამრავლდა მოდგმა კაცისა, იცხოვრეს, იმრუშეს , სისხლი სვეს და შიმშილისას ჭამეს ერთმანეთის სხეულები. დაიწყო გვალვები, მგელმა შვა ცალთვალა.
სოფლისთავი :
ოდესღაც გვალვები იდგნენო ოდესღაც ცალთვალა ჩნდებოდა , ოდესღაც აქ გვიან იგებდნენ რომ სულის შესანახ ჩემოდანს , ვმოსავდით და იმის გვჯეროდა რაც იყო უბრალოდ ტყუილი. და გადიდკაცების ჩეროდან ჩვენ მიწის ნაგლეჯებს ვუვლიდით აკეცილს ჭუჭყიან სულებზე, ცალთვალას ეძახდა წარსული. რაც იყო ვერაფრით დასრულდა უბრალოდ მხოლოდ ჩვენ დავსრულდით.
მეწისქვილე :
ზეცამ შეწყვიტა სლუკუნი მაისმაც ჩაიარა, ჰორიზონგს ზვერავს უკუნი მაგრამ გრიგალი არა. ბუხარს უკეთებს თებროლე ვეჟო რა ქალი არის და მთა თეთრ ღრუბელს აბოლებს თეთნისლებსაფრიანი. და მთვარე ნავით სეირნობს თებრო მიუჯდა ტაბლას. და ახსენდება სეირი ხელისმთხოვნელთა კართან. დაქალდა მაგრამ არა ჩანს ვისაც ვერ ეტყვის უარს, არაჩანს სიზმრის ჭაბუკი ამხედრებული ქურანს.
---
ხალხი :
თებროლე მიდის წყალზედა" ბეჩა არ დაიგვიანოს , ვაჟებმა ხმლები ალესეს ხიდისპირს შეხვდებიანო. ქალისთვინ ეტოლებიან გულში გრიგალნი ქრიანო, ნეტაი მალე გამოჩნდეს მანდილი აუფრიალოს.
-----
მიწა :
ოდესღაც გვალვები შეწყდნენო დაბრუნდნენ წასული შვილები, მოვიდნენ ღმერთები და შვეს ხმაური, ჩემი ხორცისგან დაბადეს კაცნი. და ბოლოს ჩნდებოდა ცალთვალა მუსრავდა ყველას და კვდებოდა. და იყო წრებრუნვა , მამები მარხავდნენ შვილებს და შვილებმაც დამარხეს მამები.
და მოკვდნენ ღმერთები, ლოცვების გარეშე ვერ გაძლეს.. და შიში შეცვალა ლეგენდამ და გლოვა სიმღერამ შეცვალა. ცალთვალას სისხლმა კი ჩემს გულში იპოვა სიმშვიდე, ხოლო ცრემლებმა ვულკანებში დაიდეს ბინა. და მორჩა წრებრუნვაც.
ცა :
ხვატია. გიგოს ორი ხარი შეუბამს გუთანს და სინანულით ჩასჩიჩიფებს მიწას მადლიანს. რაც იყო იყო, გამოვიდა ბედს როგორც სურდა, როგორც კალენდარს თარიღები ჩამოათლიან უაზრო დღებს. გამოსტაცეს თებრო ხელიდან ცხადად, სიზმრებში, ოცნებებში ალბათ მეასედ, როგორც სუფრაზე ძირგახვრეტილ ღვინის ხელადას წლებმა ვერაფრით დაავიწყეს, ვეღარ შეავსეს. ძვლებმაც უმტყუვნეს, დრომ თავისი წილი მიიღო სოფლისთავმა და ძველ მეზღაპრემ როგორც უამბეს, ხოლო ხალხის და მეწისქვილის ლამაზ ღიღინში მხოლოდ წუხილმა მიაღწია ბებერ გულამდე.
ხვატია. გიგოს ორი ხარი შეუბამს გუთანს და სინანულით ჩასჩიჩიფებს მიწას მადლიანს.
მიწას :
მე შენს დროებით ნაქირავებ ნაგლეჯში ვცხოვრობ . როდის გამასახლებ ?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. აქ კი ყველა ერთმანეთზე უკეთესებია.აი, ეს უნდა დაგედო ჟანრი:პოეზიაში.
აქ კი ყველა ერთმანეთზე უკეთესებია.აი, ეს უნდა დაგედო ჟანრი:პოეზიაში.
7. პატარა თამაზი ხარ ბაძაღუა :D :*
მაგარია ძმა ეს ესენი :) 5 პატარა თამაზი ხარ ბაძაღუა :D :*
მაგარია ძმა ეს ესენი :) 5
6. რაღაც სხვანაირად გადმოეცი ახლა შენი პოეზია და მესიამოვნა. რაღაც სხვანაირად გადმოეცი ახლა შენი პოეზია და მესიამოვნა.
4. რამდენი მაგარი ფრაზაა, როგორ გაბედე სხვაში დადება?! :( რაღაც მომენტებში იდეას გადაყოლილია, თუმცა საინტერესო. გამოვარჩიე ზოგიერთი მომენტი, მერე სხვები დამენანა არგამოსარჩევად. კარგი ბიჭი ხარ :)
რამდენი მაგარი ფრაზაა, როგორ გაბედე სხვაში დადება?! :( რაღაც მომენტებში იდეას გადაყოლილია, თუმცა საინტერესო. გამოვარჩიე ზოგიერთი მომენტი, მერე სხვები დამენანა არგამოსარჩევად. კარგი ბიჭი ხარ :)
3. და მთა თეთრ ღრუბელს აბოლებს) და მთა თეთრ ღრუბელს აბოლებს)
1. თითქოს პოემაა...თუ ბალადა.
მგონი, მთლად კარგად ვერ გამოუვიდა ავტორს ჩანაფიქრის (იდეის) შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ ვერსიფიკაციული თვალსაზრისით საინტერესო ძიებებია.
"რაც იყო - ვერაფრით დასრულდა, უბრალოდ, მხოლოდ ჩვენ დავსრულდით. "- ეს ერთი წაკითხვით რომ გამახსოვრებს თავს, ისეთია :)
თითქოს პოემაა...თუ ბალადა.
მგონი, მთლად კარგად ვერ გამოუვიდა ავტორს ჩანაფიქრის (იდეის) შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ ვერსიფიკაციული თვალსაზრისით საინტერესო ძიებებია.
"რაც იყო - ვერაფრით დასრულდა, უბრალოდ, მხოლოდ ჩვენ დავსრულდით. "- ეს ერთი წაკითხვით რომ გამახსოვრებს თავს, ისეთია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|