ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილუ
ჟანრი: პროზა
17 ივნისი, 2016


ყველა გზა თავგადასავალია

1.

*
თვითმფრინავიდან ჩამოვედი და ავტობუსის რიგში ჩავდექი,
ისეთი, გრძელი იყო სიგარეტის გაბოლებაც მოვასწარი.
ჰაერი უცხო და უფრო "ჰაეროვანი" იყო ვიდრე, იქ, ჩემთან.
აეროპორტიდან რომ გამოვედი ტაქსი გავაჩერე, ჩემი, ლექსიკონი ამოვიღე და გატეხილი გერმანულით ვუთხარი : "Bringen Sie mich zum ,,blauen Cafe" bitte (ცისფერ კაფესთან მიმიყვანეთ, გეთაყვა)."
"ცისფერი კაფე", ასე, ერქვა ადგილს, სადაც ჩემი პატარა სასტუმრო იყო, რომელშიც უნდა დავბინავებულიყავი 1 წლით.
ძალიან დავიღალე, ამიტომ გადავწყვიტე პირდაპირ სასტუმროში ავსულიყავი, შხაპი მიმეღო და დამეძინა, თანაც უკვე ღამის 11 საათი იყო.

*
ძილით, კარგად ვერ მეძინა, მიჭირს უცხო გარემოში, უცხო საწოლზე დაძინება ხოლმე.
თუმცა, შუადღემედე ვიგორავე, ვინებივრე და ჩაბნელებული ოთახის კედლებს ვაკვირდებოდი.
საწოლის გვერდით, პატარა სალამპე მაგიდა იდგა, სადაც სიგარეტი მიმიგდია ღამით.
გადავწვდი ავიღე და მოვუკიდე.
საწოლში მოწევას არაფერი შეედრება, თანაც დილით, როცა ჯერ კიდევ "ძილის კაიფში" ხარ.
ფეხები კედელს ავაყუდე, თავი საწოლიდან გადმოვკიდე და სახე კვამლში გავიხვიე.
საათს რომ გავხედე, მივხვდი ადგომის დრო იყო.
შხაპი მივიღე, კბილები გამოვიხეხე, თანაც ისე გამალებით ვიხეხდი, ლამის ღრძილებიდან სისხლი ვიდინე.

*
არ ვიცი რას ვგრძნობდი, ამის აღწერა და ასე, სიტყვებით გადმოცემა, ცოტა, რთულია.
პირველად ვიყავი უცხო ქვეყანაში, სულ მარტო, სადაც არავინ მელოდა...
არავის ველოდი.
დავრჩი საკუთარი სხეულისა და სულის ამარა.
შიშის გრძნობა არ მქონია, თუმცა თავს ძალიან მარტოდ ვგრძნობდი, ერთი წუთით, ისიც, კი გავიფიქრე, იქნებ ეს გზა არ მინდოდა-მეთქი, მაგრამ მაშინვე გავიქარწყლე ეს ფიქრები, რადგან, ვიცოდი რომ ეს ის იყო, რაც მსურდა.
მე ჩემი მიზნებისა და ოცნებების სადარაჯოზე ვიდექი, სულ მარტო.
ათას რამეს ფიქრობს კაცი, როცა მარტო რჩება.
თავი ფიქრების ძაფით გამევსო და ბოლო-ბოლო უნდა გამერღვიე ეს ქსოვილი.
პირველი რაც გავაკეთე, სამსახურის ამბები გავაკრვიე.
რამდენიმე ოჯახის ვარიანტი მქონდა, სადაც მომვლელად უნდა მემუშვა, ერთიც ღამის კლუბი იყო, მიმტანის ვაკანსიით.
მთელი დღე დავდიოდი, ერთი ოჯახიდან მეორეში, ბოლოს ღამის კლუბს მივადექი და ძალიანაც დავიღალე, გასაუბრებების შემდეგ, ერთმა ოჯახმა პირადპირ თანახმბოა განმიცხადა, როცა ჩემი ისტორია და გამოცდილებები გავიზიარე, სამმა მითხრა რომ დამირეკავდნენ, ერთმა უარი მაჯახა. აი, ღამის კლუბს რაც შეეხება, მათ, თანხმობა განმიცხადეს, მენეჯერე ახალგაზრდა გოგო იყო, ვარდისფერი თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა.
მასთან, ყველაზე, ხანგრძლივი საუბარი შედგა. ჯერ, ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მე, ჯინსები, ვარდისფერი, დეკოლტ-მაისური მეცვა, გაშლილი თმები და მომღიმარი სახე მქონდა, თუმცა "ჩამოსულის" ჩარჩოს ვერ გავექეცი.
მაშინვე შემატყო და მკითხა : " ჰაჰ, პირველად ხარ გერმანიაში? თუ, არა, გერმანიაში კი არა, ისეთი სახე გაქვს, მგონი საზღვრებს გარეთ ხარ , საერთოდ, პირველადო."
გამეცინა, თან ვფიქრობდი, განა ასე საშინლად მეტყობა სახეზე ყველაფერი? წამებში იმდენმა აზრმა გამიქროლა თავში, უფრო დავიბენი და გავწითლდი ნერვიულობისგან.
მერე, ვუპასუხე : "- კი, ნამდვილად პირველად ვარ, მაგრამ..."
შემაწყვეტინა და მითხრა : "-ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო, მე, აქ, მჭირდება ლამაზი გოგონები, ჭკუით და შრომის უნარით, ვფიქრობ, რადგან აქ მოხვედი, ეს ყველაფერი შენ გაქვს, წადი, მოიფიქრე და თუ თანახმა იქნები ხვალ საღამოს 9-ზე აქ იყავიო."

*
მთელი ღამე ვფიქრობდი რომელი სამსახური მერჩივნა, კლუბი, სადაც მთელი დღე თავისუფალი ვიქნებოდი და ენის კურსებზე სიარულსაც მოვახერხებდი, თუ, ოჯახი, რომელშიც კვირაში 6 დღე დილიდან-საღამომდე ვიმუშავებდი, და მხოლოდ 3 თვის შემდეგ შევძლებდი კურსებზე სიარულს?
არ ვიცოდი რა იყო უფრო კარგი... არჩევანის გაკეთება მიჭირდა, ამიტომ გადავწყვიე "ცისფერ კაფეში" ჩავსულიყავი და ცოტა დამელია.
კაფეში, ცისფერი მაგიდები იდგა, მიმტანსაც ცისფერი მაისური ეცვა, მე კი ცისფერი თმები.
გამეცინა ამ კონცეფტზე.
ერთი ბოთლი ბეილისი შევუკვეთე და ფანჯარასთან, პატარა მაგიდასთან დავჯექი.
ფიქრები სახეზე გამოსული მუწუკებივით მაწუხებდნენ და არ ვიცოდი, რომელი ერთისთვის მიმეხედა.
საათს ვუყურებდი და მინდოდა ვინმეს დაერეკა, ეკითხა რა ვქენი გასაუბრებებზე, როგორ ჩაიარა დღემ, ან უბრალოდ ეთქვა, მოდი, დღეს ჩემთან დარჩი.
არავის დაურეკავს...
კარი გაიღო და ერთი ბიჭი შემოვიდა, დიდი ჩემოდნითა და ყვითელი თმებით.
დაბალი განათება იყო, სახეზე წესივრად ვერც გავარჩიე, მაგრამ ცხვირი ქონდა დასამახსოვრებელი. აი, ისეთი, რუს თოვლის ბაბუებს რომ ჰქონდა, ნაძვის ხის ქვეშ, ჩემს ბავშვობაში.
არა, რა სისულელეა, მის შებმაზე ფიქრს აზრიც არ აქვს, რადგან ჩემს თავს დავპირდი რომ არანაირ რომანს, არ დავიწყებდი და მხოლოდ კარიერაზე ვიფიქრებდი.
ჩემს მოპირდაპირედ დაჯდა, ტეკილას სვამდა და დაჟინებული მზერით მიყურებდა.
ჯანდაბას ! ისეთი სიგიჟე იყო, გადავწყვიტე ყველაფერი ფეხებზე დამეკიდებინა და ერთი უწყინარი ღამე გამეტარებინა მასთან. თან ვფიქრობდი, რომ იმ ღამის მერე, აღარც შევხვდებოდი.
სიმთვრალეში რა საშინელება აღარ ჩამიდენია, ეს უწყინარი განტვირთვა იქნებოდა, მხოლოდ.
თვითონ მოვიდა და გამომელაპარაკა, ბრიტანელი იყო და ისიც დამტვრეული გერმანულით ლაპარაკობდა, ამიტომ ბოლოს, ორივემ ინგლისურად საუბარი ვარჩიეთ.
დიდ ხანს არ გაგვიგრძელებია ლაპარაკი, ხელი მომკიდა და ნომერში ავედით, ჩემთან.
ბარგი კარებში დააგდო.
ერთმანეთს ვკოცნიდით და ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს, ჩემი დიდი ხნის მეგობარი ყოფილიყო.
გრძელი, ნაზი თითები და რბილი ტუჩები ჰქონდა, საწოლშიც არაჩვეულებრივი აღმოჩნდა.
სექსის შემდეგ ჩამიხუტა და სიცილით მითხრა, მე შენი მეზობელი გამოვდივარ 8-ე ოთახში დავბინავდიო.
გამეცინა და თან გავბრაზდი, რადგან არ მსურდა მისი კიდევ ნახვა.
მე ხომ ადამიანებს, საკუთარ თავზე მეტად ვეჩვევი, ისინი კი ადვილად ქრებიან.

*
ფანჯრიდან შემოსულმა სინათლემ თვალი მომჭრა, ის, ფანჯარასთან იდგა და ჩემს წრიალზე მოტრიალდა, გამიღიმა, მე ცოტა დავიბენი, მივესალმე, მერე სახელი ვკითხე, რადგან აღარ მახსოვდა, მგონი არც უთქვამს.
გაიცინა, მარკიო, ასე, მითხრა.
აჰ, მარკი, ჩვიბუტბუტე ჩემთვის. მერე, ვფიქრობდი, უცხოოელები ასეთები არიან? ასე, რატომ გამიშინაურდა, ერთი უწყინარი ღამე იყო, რა ქმარივით იქცევა-მეთქი.
ეწეოდა და მაკვირდებოდა, ჯერ ფეხებზე შემომხედა, მერე ტანზე, მკერდზე, ბოლოს სახეზე მაკვირდებოდა, ამ დროს, ცოტა უხერხულობა ვიგრძენი.
ავდექი მაისური და ტრუსი ჩავიცვი.
უცებ მოვიდა, ხელები შემომხვია და მითხრა რომ მსახიობს ვგავდი, ორონდ არ იცოდა რომელს.
რა თქმა უნდა, გამეცინა და სიგარეტი ავიღე, მომიკიდა.
პატარა აივანი ჰქონდა ოთახს, გავედის და ძირს, ცისფერ კაფელზე დავსხედით.
სიგარეტს ვექაჩებოდით და ვლაპარაკობდით ათას სისულელეს, დროის გასაყვანად.
ბოლოს ვუთხარი რომ წასასვლელი ვიყავი და გამზადება მჭირდებოდა.
ადგა. მითხრა გნახავო და ნომერი დამიტოვა.
შხაპი მივიღე და ჩავიცვი. მკერდს ვუყურებდი სარკეში და მომინდა ტატუ გამეკეთებინა, არადა არასდროს მომწონდა მკერდზე ტატუ.
მერე, ჩემს თავს შემოვულაწუნე და შევახსენე, რომ სისულელეების არც დრო მქონდა და არც თავი.
გრძელი შავი კაბა ჩავიცვი, სხეულის ფორმებს ზედმეტად კვეთავდა, მაგრამ მე მომწონდა.
საკუთარ სილამაზეს არასდროს უარვყოფდი.
კლუბში წავედი და მენეჯერს ვუთარი რომ მასთან ვიმუშავებდი.
ვარდისფერთმიან გოგონას მაიკი ერქვა.
რომ დამინახა, რაღაცნაირად შეეცვალა გამმომეტყველება და ისე მიყურებდა, ვგრძნობდი საქმე ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.
შეძლება ეს ტურისტის ინსტიქტი იყო ან რამე მსგავსი, მაგრამ ვგრძნობდი.
იმავე ღამეს ვიმუშავე, ცოტა დაბნეული ვიყავი და მეშინოდა რამე არ შემშლოდა, მაგრამ მაიკი მეხმარებოდა, ზედმეტადაც კი იწუხებდა თავს, ჩემგამო.
ესპრესოს ვაკეთებდი, როცა გვერდით მომიდგა და თავი ძალიან ახლოს მოიტანა ჩემს კისერთან.
უხერხულობა ვიგრძენი და შევცბი, მან კი მკითხა თუ რა სუნამო მესხა.
ცივად ვუპასუხე "Narciso"-მეთქი და გამოვეცალე.
მერე, ტუალეტში შევედი, მინდოდა ცოტა ამომესუნთა და დამესვენა ამ ხმაურისგან, რომელსაც ვერ ვუძლებდი.
კლუბების იშვიათი სტუმარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ უფრო ძნელი ყოფილა როცა მუშაობ და მუუსიკის ხმაურში გიწევს ხალხის ხმა და ხმაური გამოარჩიოო, საშინელი აურზაური იყო ჩემშიც და ჩემს გარშემოც.
მაიკი შემოვიდა და კედელთან მიმაყუდა, ვერ მივხვდი რა უნდოდა, უცებ მაკოცა.
ხელები შემომხვია წელზე და ისე ჩურჩულებდა, ძლივს ვარკვევდი სიტყვებს.
მოვიშორე და ვუყვირე რას აკეთებ-მეთქი, მან კი გაოცებულმა შემომხედა და მკითხა : "რა იყო ახლა არ მითხრა რომ ქალისთვის არ გიკოცნიაო"
არ ვიცოდი რა მეთქვა, მხოლოდ ის მივაძახე რომ მასთპნ ფულის გამო ვმუშაობდა და მეტი არაფერი.

უკან გამომყვა. ისეთი თვალები ჰქონდა, რომ შეუძლებელი იყო მასთან ჩხუბი, მომიბოდიშა და მითხრა რომ ძალიან აღვაგზნებ. გამეღიმა და ვაკოცე,მან სასმელზე დამპატიჟა და მიამბო თუ როგორ უყვარდა ერთი გოგო, რომელმაც ორი თვის წინ ვიღაც ბიჭის გამო მიატოვა.

*

თვალები რომ გავახილე ფანჯარაზე წვიმის წვეთები დავინახე, მერე ყური დავუგდე მის წკარუნს, პირველად გაწვიმდა რაც ჩამოვედი.

გადავწყვიტე მთელი დღე ოთახში გამეტარებინა. შუა დღით ავდექი, შხაპი მივიღე, ტანსაცმელი დავახარისხე დაყავა შევუკვეთე. კარზე რომ დააკაკუნეს ვიფიქრე ყავა მოიტანეს-მეთქი, მაგრამ მარკი აღმოჩნდა. შემოვიპატიჟე. რაც უფრო ბევრს ვლაპარაკობდით, მით უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს. აქ, თურმე რეჟისურას სწავლობდა თეატრის სკოლაში. ჰოდა, მეც გავუმხილე, რომ მსახიობობის სწავლა მინდოდა, ამ დროს, გაეცინა და მითხრა: ხომ გეუბნებოდი მსახიობს გავხარ-მეთქი, უბრალოდ მომავალში დაგინახეო. ორივე გულიანად ვიცინოდით. ისეთი თვალები ჰქონდა და ისე მიყურებდა ხოლმე, მინდოდა კანი გამეხადა მისთვის და ისე მეგრძნო.

ერთხელ მითხრა, "იცი? ყველა გზა თავგადასავალიაო" და სადღაც შორს, ოთახის კედლებს იქით, ქვეყნის დასალიერში, რაღაცას მიაშტერდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები