6. არ არის ცუდი ლექსი.
ალიტერაციები მოუხდა. არ არის ცუდი ლექსი.
ალიტერაციები მოუხდა.
5. გამეცინა ავტორის კომენტარზე. ამისი თქმა სულ ორი სიტყვით შეიძლებოდა: "გამგებმა გაიგოს..." ჰოდა მე კარგად გავიგე. დიდი მადლობა ავტორის - მადლობისთვის.
გამეცინა ავტორის კომენტარზე. ამისი თქმა სულ ორი სიტყვით შეიძლებოდა: "გამგებმა გაიგოს..." ჰოდა მე კარგად გავიგე. დიდი მადლობა ავტორის - მადლობისთვის.
4. ჩემო ძვირფასო ანანე, ამ ნაწერში ქვეტექსტები იმდენად ღრმაა, რომ წვდომა ჭირს. ალბათ ვერ ვარ ნორმალური, ამ ნაწერებს რომ აქ ვაქვეყნებ. დარწმუნებული იყავი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩემი ნაწერი იქმნება საოცარი სიმსუბუქით, თითოეული სიტყვა თავის ადგილს ხანგრძლივი გააზრების შემდეგ იკავებს. ყოველთვის თავს ვიკავებ საკუთარ ნაწერზე კომენტარის გაკეთებისგან, რადგან აქ ხშირად ისეთი კომენტარები კეთდება, წამებში გასწორდება მიწასთან. მომიტევეთ და მადლობა ყურადღებისთვის. ჩემო ძვირფასო ანანე, ამ ნაწერში ქვეტექსტები იმდენად ღრმაა, რომ წვდომა ჭირს. ალბათ ვერ ვარ ნორმალური, ამ ნაწერებს რომ აქ ვაქვეყნებ. დარწმუნებული იყავი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩემი ნაწერი იქმნება საოცარი სიმსუბუქით, თითოეული სიტყვა თავის ადგილს ხანგრძლივი გააზრების შემდეგ იკავებს. ყოველთვის თავს ვიკავებ საკუთარ ნაწერზე კომენტარის გაკეთებისგან, რადგან აქ ხშირად ისეთი კომენტარები კეთდება, წამებში გასწორდება მიწასთან. მომიტევეთ და მადლობა ყურადღებისთვის.
3. ავტორის კომენტარი უფრო საინტერესო იქნებოდა :) ავტორის კომენტარი უფრო საინტერესო იქნებოდა :)
2. ბოგანო - ფეოდალურ საქართველოში ერქვა გლეხს, რომელიც არ იხდიდა საბატონო ღალას. უვენახობის, მცირემიწიანობის და ფულის უქონლობის გამო, მაგრამ ომში მონაწილეობა ევალებოდა. ასე რომ ამ ლექსში ბოგანო ნიშნავს იმას რომ ლექსის ადრესატი - "სიყვარულს არ უხდის ღალას."
კავშირმა "და" შეიძლება დაიწყოს ახალი აზრიც, ახალი წინადადებაც მაგრამ აქ, ლექსი პირდაპირ სათაურიდან იწყება, ანუ სათაური არის პირველივე სტრიქონი. შემდეგ მოდის სამწერტილი და შემდეგ კავშირი "და" , რაც ძალიან ორიგინალურია სხვათა შორის.
გლოვის ზარის ზარმა შეგზარა - ძალიან ღრმა და ძლიერი წინადადებაა. გლოვის ზარი - მკვდრის ტირილი თავისი უცნაური ტემბრით ყველა ადამიანზე ტოვებს ზარდამცემ ემოციას. ზარით გლოვა - ქართული წესია. ეს არის უსტიყვო მოთქმა, გაბმული ტირილი სიმღერად. სვანური "ზარი" ყველა ქართველმა იცის. იმერეთში "ზრუნი" ჰქვია. ყელზე უყულფო ბაწრით მოსულ სიკვდილზეა ეს, რომელმაც გული და იმედი გაუბზარა ადრესატს, გლოვის ზარს მიემატა წვიმა და ადრესატის ყინულიანი ცრემლი (ყველაზე საშინელი წვიმა ყინულიანია სწორედ). მიკვირს როცა ლექსს ბრაზილიური სერიალივით კითხულობენ.
ეს არის ლიტერატურულად ძალიან გამართული ლექსი, არანაირი ზედმეტი დამუშავება არ ჭირდება. ავტორი ძალიან კარგად წერს, ღრმა ემოციიის მატარებელია, შესანიშნავად ფლობს ქართული სიტყვის ძალას და თანაც ძალიან გონიერია.
ამიტომ 5 ქულა.
ბოგანო - ფეოდალურ საქართველოში ერქვა გლეხს, რომელიც არ იხდიდა საბატონო ღალას. უვენახობის, მცირემიწიანობის და ფულის უქონლობის გამო, მაგრამ ომში მონაწილეობა ევალებოდა. ასე რომ ამ ლექსში ბოგანო ნიშნავს იმას რომ ლექსის ადრესატი - "სიყვარულს არ უხდის ღალას."
კავშირმა "და" შეიძლება დაიწყოს ახალი აზრიც, ახალი წინადადებაც მაგრამ აქ, ლექსი პირდაპირ სათაურიდან იწყება, ანუ სათაური არის პირველივე სტრიქონი. შემდეგ მოდის სამწერტილი და შემდეგ კავშირი "და" , რაც ძალიან ორიგინალურია სხვათა შორის.
გლოვის ზარის ზარმა შეგზარა - ძალიან ღრმა და ძლიერი წინადადებაა. გლოვის ზარი - მკვდრის ტირილი თავისი უცნაური ტემბრით ყველა ადამიანზე ტოვებს ზარდამცემ ემოციას. ზარით გლოვა - ქართული წესია. ეს არის უსტიყვო მოთქმა, გაბმული ტირილი სიმღერად. სვანური "ზარი" ყველა ქართველმა იცის. იმერეთში "ზრუნი" ჰქვია. ყელზე უყულფო ბაწრით მოსულ სიკვდილზეა ეს, რომელმაც გული და იმედი გაუბზარა ადრესატს, გლოვის ზარს მიემატა წვიმა და ადრესატის ყინულიანი ცრემლი (ყველაზე საშინელი წვიმა ყინულიანია სწორედ). მიკვირს როცა ლექსს ბრაზილიური სერიალივით კითხულობენ.
ეს არის ლიტერატურულად ძალიან გამართული ლექსი, არანაირი ზედმეტი დამუშავება არ ჭირდება. ავტორი ძალიან კარგად წერს, ღრმა ემოციიის მატარებელია, შესანიშნავად ფლობს ქართული სიტყვის ძალას და თანაც ძალიან გონიერია.
ამიტომ 5 ქულა.
1. სიყვარულის ბოგანო რა არის? - აქედაბ დავიწყოთ ჯერ. ...და - ასე რომ იწყება ნაწერი, რაიმე წინაპირობა მაინც უნდა ჰქონდეს. "და"-მ რატომ უნდა დაიწყოს ახალი აზრი? გლოვის ზარის ზარმა შეგზარა - მესმის რომ ჩანაფიქრის მიხედვით ეს ემოციურად ძალიან ზანზარა ფრაზა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ გამოდის, იმიტომ რომ პოეზიას, ლექსს და ნებისმიერ ნაწერს სჭირდება გამართული სალიტერატურო ენით წერა. წარმატებები, მაგრამ მეტი მუშაობს სჭირდება ნაწერს.
სიყვარულის ბოგანო რა არის? - აქედაბ დავიწყოთ ჯერ. ...და - ასე რომ იწყება ნაწერი, რაიმე წინაპირობა მაინც უნდა ჰქონდეს. "და"-მ რატომ უნდა დაიწყოს ახალი აზრი? გლოვის ზარის ზარმა შეგზარა - მესმის რომ ჩანაფიქრის მიხედვით ეს ემოციურად ძალიან ზანზარა ფრაზა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ გამოდის, იმიტომ რომ პოეზიას, ლექსს და ნებისმიერ ნაწერს სჭირდება გამართული სალიტერატურო ენით წერა. წარმატებები, მაგრამ მეტი მუშაობს სჭირდება ნაწერს.
|