5. საქართველოს პოეტებით ვერავინ გააკვირვებს. შოთა რუსთაველის დროიდან მოყოლებული, ქართველებს ყოველთვის გვყავდა ნიჭიერი პოეტები.
საბედნიეროდ ოცდამეერთე საუკუნის საქართველოშიც არ განვიცდით ნიჭიერი პოეტების ნაკლებობას. ედუარდ უგულავას სახით თვით საქართველო დადის, თვით საქართველო საუბრობს ღმერთთან ლექსის ენით!
ედუარდ უგულავას წიგნი „ვერცხლის ტყვიები“ - რომლის პრეზენტაცია 2016 წლის სექტემბერში შედგა მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი წიგნია. თავად ედუარდია ეროვნული პიროვნება.
მის წიგნში აფხაზეთსაც უკავია ადგილი, ჩვენს მოუშუშებელ ჭრილობას, ამასთან დაკავშირებით ედუარდს ეს ლექსი დავუწერე:
ედუარდ უგულავას
ჩვენ-ორთავეს წილად გვერგო საქართველოს შვილობა, გულზე დაღად გვამჩნევია აფხაზეთის ჭრილობა.
გწამდეს: ვერვინ ქვეყანაზე ვერ დაგვწამებს ცილობას, ზიანს ვერვინ მიაყენებს ჩვენს მამულიშვილობას.
ედუარდ უგულავას წიგნში რა თქმა უნდა მამულისათვის თავდადებულ ქართველებსაც უკავიათ ადგილი, მათ შორის არის დედოფალი ქეთევანიც, რომელიც შაჰ - აბასის ბრძანებით აწამეს შირაზში - 1624 წლის სექტემბერში.
პირველი ლექსის მიძღვნიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ედუარდს მეორე ლექსიც დავუწერე:
ზარები
ედუარდ უგულავას
ითვლის დღეებს... დღეებს, მაგრამ არა მზიანს, ყურთ ჩამესმის ქართველ ქალის გოდება, სტკივა ძუძუ - შვილის დარდთან თანაზიარს, რომ მოკვდება, არვის მოაგონდება.
გვინდა ცოტნე - კიდევ ერთი თაფლწასმული, ქეთევანიც არ გვაწყენდა ახალი, თორემ ერი - ტკივილისგან დაღდასმული ვეღარ არის ძველებურად მაღალი.
ღვთისმშობლის ხატს ვკოცნი ცრემლშეუშრობელი, ვლოცავ მიწას, როგორც მანდილს თამარის, ოცნებაშიც შეგვეწევა ღვთისმშობელი, ოღონდ გვწამდეს, რწმენა არის მთავარი.
ჩვენი წყლული ჩვენვე უნდა გავამრთელოთ, გავაქარწყლოთ ეჭვები და ბზარები, რომ კვლავ რეკდეს სადიდებლად საქართველოს გელათის და სვეტიცხოვლის ზარები.
https://www.youtube.com/watch?v=BCQLYzgMmAM 1:35:30
ედუარდის ლექსებიდან ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება აი, ამ ლექსმა მოახდინა:
„გარდაიცვალა კაცი და ცოლმა დატოვა შვილი... სხვისას წავიდა... არ აკარებდა ცივ ნიავს ძმისშვილს, ბავშვს ხელის გულზე ზრდიდა მამიდა.
ვერ მეგობრობდა ბიჭუნა სხვებთან, უცქერდა იმათ თამაშს ეზოდან. ზოგიერთს ჭკუა იმდენი ჰქონდა ბავშვს ასეთ რამეს ეკითხებოდა:
დედა გიყვარს თუ მამიდა უფრო? თან აფიცებდნენ, - სიმართლე თქვიო; და პასუხობდა ბიჭი თავდახრით: მამიდა! დედას გეფიცებიო!“
ცრემლებს ახლაც ვერ ვიკავებ, მიჭირს უცრემლებოდ და უემოციოდ წაკითხვა. ასეთ ლექსებს ჭეშმარიტი პოეტები წერენ, ედუარდი ჭეშმარიტი პოეტია, მართალი პოეტი!
წინ კიდევ ბევრი კარგი წელი გველოდება ედუარდ ჯიმა, სი მთელ საქორთუოს პოეტი რექ, გუმორძგუა ჩქინ საქორთუოს! კიდევ ბევრი კარგი ლექსით გაგემდიდრებინოს ქართული ლექსის ნალია. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს პოეზიას!
ოთარ რურუა
საქართველოს პოეტებით ვერავინ გააკვირვებს. შოთა რუსთაველის დროიდან მოყოლებული, ქართველებს ყოველთვის გვყავდა ნიჭიერი პოეტები.

4. დიდი მადლობა სამთავეს. დიდი მადლობა სამთავეს.
3. ოცნებაშიც შეგვეწევა ღვთისმშობელი, ოღონდ გვწამდეს, რწმენა არის მთავარი. ამინ!
ოცნებაშიც შეგვეწევა ღვთისმშობელი, ოღონდ გვწამდეს, რწმენა არის მთავარი. ამინ!
2. გაიხარე ოთარ. გაიხარე ოთარ.
1. ამინ! გისმინოს უფალმა... ამინ! გისმინოს უფალმა...
|