ავტორი: ხერგიანი ბექა ჟანრი: თარგმანი 16 ივნისი, 2016
ვ. მაიაკოვსკი - ლილიჩკა (წერილის ნაცვლად)
ჰაერი შთანთქა თამბაქოს კვამლმა. ოთახი - კრუჩენიხის ქვესკნელის თავი. გახსოვს - პირველად ამ ფანჯრის მიღმა გეფერებოდი ხელებზე, მფრთხალი.
დღეს კიდევ ზიხარ, გულმოფოლადო. დღეა ჯერ - გამაგდებ, ლანძღვით არ ცხრები. მთლად არეული ვცდი მეც მივაგნო სახელო თრთოლვით ნატეხი ხელით.
გამოვიქცევი, სხეულს მივუგდებ ქუჩას. მე - უიმედო, მოვმართავ ყმუილს. ჩემო, ეს ბოლო თუ ამას უჩანს, დამშვიდობებას გვერდს ნუღარ ვუვლით.
მაინც ეს ტრფობა ჩემი - გკიდია ტვირთად - წახვალ თუ სადმე. ამოვიოხრო ბოლოსღა მინდა წყენა - გულში რაც დავატუსაღე.
ხარს თუ შრომაში დაღლიან ძლიერ - ის წავა, ცივ წყლბეში გაწვება და მეც, თუ არა შენი სიყვარულისა, არა მაქვს სხვა ზღვა: ვერ შეაგონებ ბღავილით - დაცხრეს.
მოსვენებას თუ ისურვებს სპილო - გამომწვარ ქვიშაში წვება მეფურად. სხვა მზის სხივები არ მსურს რომ ვივლო, ხელთ გიგდო ნეტავ, ვინ უკეთურმა.
თუკი პოეტი აწამეს ასე, ფულს ან დიდებას ანაცვლებს მის თავს, სხვა არც მახარებს, არც ხმა აქვს რასმე, მსგავსი წკრიალის - შენი სახელისა.
არც გადმოვხტები, შხამს არ დავპირავ და ვერც საფეთქელს ტყვია ვერ ხელჰყოფს. არა აქვს ძალა არცერთ რაპირას, ისე ვით შენი მზერის ეშაფოტს.
ხვალ დაივიწყებ, რომ გადედოფლე, რომ ლაღი სული ტრფობით ჩავიხშე, ჩემი წიგნების ფურცლებს ხელჰყოფენ დღენი - ნაკლულნი რამე სანიშნებს.
ხმელი ფოთლების ხარბი სუნთქვა ხომ, ვერ შეაჩერებს სიტყვას - არ ითქვას?
შენ, ჩემგან წასვლის გზაზე ბოლო სინაზის გიგებ ხალიჩას.
Лиличка!
Вместо письма
Дым табачный воздух выел. Комната - глава в крученыховском аде. Вспомни - за этим окном впервые руки твои, исступленный, гладил. Сегодня сидишь вот, сердце в железе. День еще - выгонишь, можешь быть, изругав. В мутной передней долго не влезет сломанная дрожью рука в рукав. Выбегу, тело в улицу брошу я. Дикий, обезумлюсь, отчаяньем иссечась. Не надо этого, дорогая, хорошая, дай простимся сейчас. Все равно любовь моя - тяжкая гиря ведь - висит на тебе, куда ни бежала б. Дай в последнем крике выреветь горечь обиженных жалоб. Если быка трудом уморят - он уйдет, разляжется в холодных водах. Кроме любви твоей, мне нету моря, а у любви твоей и плачем не вымолишь отдых. Захочет покоя уставший слон - царственный ляжет в опожаренном песке. Кроме любви твоей, мне нету солнца, а я и не знаю, где ты и с кем. Если б так поэта измучила, он любимую на деньги б и славу выменял, а мне ни один не радостен звон, кроме звона твоего любимого имени. И в пролет не брошусь, и не выпью яда, и курок не смогу над виском нажать. Надо мною, кроме твоего взгляда, не властно лезвие ни одного ножа. Завтра забудешь, что тебя короновал, что душу цветущую любовью выжег, и суетных дней взметенный карнавал растреплет страницы моих книжек... Слов моих сухие листья ли заставят остановиться, жадно дыша?
Дай хоть последней нежностью выстелить твой уходящий шаг.
გამარჯობა:) ლილიჩკა იყო ჩემთვის პირველი თარგმანი მაიაკოვსკიდან. არ მქონდა არანაირი გამოცდილება. დღემდე ვთვლი, რომ ყველაზე სუსტია ჩემს თარგმანებში, მაგრამ ვერ გადავაგდე, რადგან პირველი იყო.
გამეხარა ბექამ რომ მოკიდა ხელი. დასაწყისში თვალში მომხვდა: "გეფერებოდი ხელებზე, მფრთხალი"
არსებობენ სიტყვები, რომელსაც მაიაკოვსკი თავის თავზე არასდროს იტყვის. ერთი მათგანია "მფრთხალი"
Исступлённость, სიშმაგე, გაშმაგებულობა, გახელებულობა, გააფთრებულობა. ყველა ამათგანს დაწერდა:)
განაგრძე ბექა, ბოლოს აუცილებლად გამოვა! გისურვებ წარმატებებს:* და მე აქ ხშირად არ ვარ და პირადში დამიტოვე შეტყობინება ახალ თარგმანს რომ დადებ.

ჰო რა ვიცი, როგორც გინდა, მე სუბიექტურად, არ დავდებ ჩემს ერთი და იგივე ნაწერს სხვადასხვა ლიტ.საიტებზე. არ მგონია დიდად განსხვავებული აზრები გადმოალაგონ, თუ მაინც და მაინც აქაურ ბმულს მივუთითებდი. შემოსულიყვნენ და ენახათ.
პოლიგამიურობის მომხრე არ ვარ, თუმცა მოთმინებით ვეკიდები.

რაც მეტ გამოხმაურებას მოვისმენ, მით უკეთესი ჩემთვის, ჰოდა, რატომაც არა? აი, მსახურებისა კი რა მოგახსენოთ?.. :) არც ამგვარი "შეთქმულების თეორიისა" მჯერა, რომ ვინმე განზრახ ცხებდეს ჩირქს ჩემს ნავაივაგლახარს, ასე რომ მაგ მხივაც არ არის პრობლემა. :) თქვენ კი, დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის! :)

ბექა, შენ სხვაგანაც ალაგებ შენს ნაშრომებს? რატომ აკეთებ ამას? ხომ იცი, ძნელია ორ სკამზე ჯდომა, ორი ბატონის მსახურება.
თანაც ის საიტი სადაც დებ შენს ნაწერებს, არ მგონია კეთილმოსურნე. ხალხი ყველგან ერთნაირია, მაგრამ აქ ნაკლებად შურთ. იქ მეტად. არის რაღაცეები უფრო დასაზუსტებელი ამ თარგმანში, მაგრამ მთლიანობაშია კარგი. "გამაძევებ " და "გამაგდებ" შინაარსით ერთი და იგივეა.
День еще - выгонишь, можешь быть, изругав. >> ლანძღვით არ ცხრები.- ასე გაქვს შენ, მაგრამ სხვანაირადაა რუსულად: ჯერ დღეა - გამაგდებ, შეგიძლია კიდეც, მეჩხუბო.

"მართალია მაიაკოვსკის ტკბილხმოვანი და გარითმული პოეზია არ აქვს, მაგრამ რაღაც სქემას, რიტმს მაინც იძლევა, რაც შენს თარგმანში ვერ ვნახე; არ მომეწონა "მოფოლადო" !? "სახელო თრთოლვით ნატეხი ხელით.".... რა ვიცი, საერთოდ პოეზია არ იგრძნობა თარგმანში."
არ ვარგა, მოკლედ რომ ვთქვათ. :) თუ მოვაბი თავი, მერე გადავხედავ ახლიდან თარგმნის ვარიანტს.
ეს კიდევ სხვა შემფასებელი:

"მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი თარგმანი და ამის მიზეზი კი ის არის, რომ მთარგმნელი სწორად ვერ ჩაწვდა ავტორის ემოციებს. თარგმნის ტექნიკა მეორეხარისხოვანია, თუმცა ისიც მოიკოჭლებს. "
შემდეგ ესეც დაამატა:
"ერთ ფრაგმენტს მოვიტან ნათქვამი საილუსტრაციოდ:
День еще - выгонишь,
თარგმნილია ასე:
"დღეა ჯერ - გამაგდებ.
არადა, სულ სხვანაირად არის საქმე ავტორი იხსენებს წარსულს, გაცნობის დღეს: Вспомни - за этим окном впервые руки твои, исступленный, гладил.
მერე აწმყოს: Сегодня сидишь вот, сердце в железе.
და ვარაუდობს, რა ელის მომავალში - კიდევ ერთი დღის შემდეგ. ანუ, აღნიშნული ფრაგმენტში День еще - выгонишь, ავტორი გულისხმობდა რაღაც ამდაგვარს: "კიდევ ერთი დღეც და - გამაძევებ""
ასე რომ, სულ ტყუილად მაქებთ და იწონებთ ამ თარგმანს :)
აი, ასეთი შეფასება მივიღე ერთგან:

ნეფრტარი შენი მოტანილი ლუნკი გავხსენი, მოვისმინე ,ამ წუთას დავამთავრე, ძალიან მომეწონა . ძალიან კარგი იყო ჩვენი ნინო. სასიამოვნოდ და საინტერესოდ საუბრობდა. კარგი შეკითხვები იყო , ნინოს პასუხები იყო დამაჯერებელი .
რატომ იკლავს თავს პოეტი? "მე ვფიქრობ, მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა სიამაყის გამო-წერს ბორის პასტერნაკი-იმიტომ,რომ მან საკუთარ თავში ან გარემოში ვერ გაამართლა რაღაც, რასაც ვერ შეეგუებოდა მისი თავმოყვარეობა"
მადლობა ნეფერტარი, მადლობა ბექა და მადლობა ნინოს!
კარგი თარგმანია .ყოჩაღ ბექა.
ნეფრტარი შენი მოტანილი ლუნკი გავხსენი, მოვისმინე ,ამ წუთას დავამთავრე, ძალიან მომეწონა . ძალიან კარგი იყო ჩვენი ნინო. სასიამოვნოდ და საინტერესოდ საუბრობდა. კარგი შეკითხვები იყო , ნინოს პასუხები იყო დამაჯერებელი .
რატომ იკლავს თავს პოეტი? "მე ვფიქრობ, მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა სიამაყის გამო-წერს ბორის პასტერნაკი-იმიტომ,რომ მან საკუთარ თავში ან გარემოში ვერ გაამართლა რაღაც, რასაც ვერ შეეგუებოდა მისი თავმოყვარეობა"
კურჩენიხი იყო მისი ახლო მეგობარი, როგორც მახსოვს, მის სახლში იკრიბებოდნენ, მსჯელობდნენ, ლექსებს კითხულობდნენ. ამ კურჩენიხმა / ვიღაცასთან ერთად, ახლა ვერ ვიხსენებ/, დაწერა პოემა "Игра в аду" და მაგას იხსენიებს "глава в крученыховском аде" აქ. ისიც ფუტურისტი იყო. კიდევ წავიკითხე და კიდევ მომეწონა. :))

ბექა, ენა ჩამივარდა დედას გეფიცები ისეთი მაგარი თარგმანია, მაიაკოვსკიეული ტეხილებიც კი ისე რაღაცნარიადაა შერბილებული, რომ "შემიყოლია" კარგად. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ქართულად თვითონაც ასე დაწერდა იცი? მგონი დროა რენუარი დავპატიჟოთ ამ თარგმანის წასაკითხად. :) 5.