ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2016


აფხაზეთი

არ დაგვიკარგავს აფხაზეთი,არ დაგვიკარგავს,
ობოლ ბავშვივით ყოველ ღამე გვცვივა ცრემლები,
ჩვენ დავბრუნდებით! დავბრუნდებით და ბებერ მიწას,
გულში დათესილ ტკივილებით მოვეფრებით.

გრგვინას ენგური და ცრემლები ნაპირს მიაპობს,
შავი ღრუბელი გადმოჰყურებს სოხუმს დილიდან,
ტირიან მთები,მდელოები თვალებს მიაპყრობ
და ხელს კანკალით სველ ბაგესთან ტანჯვით მიიტან

როცა საფლავზე დაიჩოქებ,შვილის საფლავზე,
პატარა ბიჭი,უწვერული,როგორ გაფრინდა,
აფხაზეთისთვის დაუღუპა ლამაზი ბიჭი,
ორიოდ დღის წინ დედიკოს,რომ ხელში ეწვინა.

ჩემს მიწაზე ისევ ისმის ზართა რეკვა,
ისევ ვხედავ მგლოვიარე დედის ცრემლებს,
წამოწვიმა და ტკივილით ერთსღა ვხედავ,
ჩემს მიწა წყალს ვიღაც რუსი მიჩანაგებს.

დავდივარ და ბოღმა მახრჩობს რატომ ღმერთო,
დავდივარ და ეს ტკივილი ძილში მყვება,
დანგრეული ესიზმრებათ სახლი მამებს,
და სურათზე დატირებით გული კვდება..

ჩვენ არ ვიცით რამდენს ტირის მამა როცა,
მარტო რჩება თავის თავთან ყოველ ღამე,
ვიცი ძლიერ ენატრება თავის ბაღჩა,
და სახლის წინ გადაშლილი ველი მწვანედ.

ჩემი ეზო,ჩემი კარი,მენატრება,
ვაშლის ხე და მუხის ძირში წამოწოლა,
აფხაზეთო შენით ვცოცხლობ ჩემო მიწავ
და მინდა რომ ჭიქა ღვინით გადღეგრძელო.

ახლა შორს ვარ,ვერ ვახერხებ მოსვლას შენთან,
ტაძრებიდან  ქრისტე გვიმზრეს,მირონმდენი,
ბიჭვინთია და განთიადის ბაზილიკა,
ქართულ ტერფებს გალობით და ლოცვით ელის.

არ დაგვიკარგავს აფხაზეთი,არ დაგვიკარგავს,
ობოლ ბავშვივით ყოველ ღამე გვცვივა ცრემლები,
ცოტას ვითმინოთ,თუნდაც მერე სიკვდილის ფასად,
შევძლებთ გავიდგათ ჩვენს მიწაზე,ჩვენი ფესვები.















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს