ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ.ფხოველი
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2016


***

მთაში უნდა გადაგხიზნო ღმერთო,
თორემ ისევ ჯვარცმა გელის ბარში
მე კი ისევ, ალბათ ისე ვერ გთმობ ,
მაგრამ სამგზის უარგყავი მაინც.

ისევ იქვე გიცდი სადაც უწინ,
შორს გავყურებ ჩემგან ჯვარცმულ რწმენას,
ხელებს დაჰკრავს ვერცხლისფერი ზიზღი,
ზარზეიმით ბარაბასთან ვცეკვავ.

ღმერთო, იქნებ მეც მილხინო ცოდვილს
შემეწიო იქნებ, როგორც გესტასს,
ავაზაკი მქვია, მაგრამ ვიცი,
ჩემს ძარღვებში შენი რწმენა ფეთქავს.

ღმერთო, იქნებ შენი კვართი მერგოს,
თვალცრემლიან ჩემი ერის სვეტად
და ცხოველი ჩემი ღმერთი მეფობს,
აქ ყველა გოჯს ღვთისმშობელი თესავს.

ღმერთო,იქნებ თან ქართველი ვიყო ,
ჩემს ქვეყანას საქართველო ერქვას
და ფარ-ხმალზე დაკაწრული მქონდეს
ეძიებდე სიკვდილს ღვთისთვის მტერთან.

ღმერთო, აღარ გავიხიზნოთ მთაში,
აქ ბარშიაც ყველა გიცნობს ღმერთად
და ნალურსმნებ ხელებს ისევ გაშლი,
ამაღლდები საქართველოს ზეცად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები