შენ გეგებება გაზაფხული, არათუ ნუშებს, ფუტკრები ახლად აფეთქებულ ყვავილთ წველიან. ქალაქის ჰაერს ვნებიანად ფილტვებში უშვებ, თუმც სოფლის დილას არაფერი არ გირჩევნია. ასე, ჩვეულად ირგვლივ მყოფთა მზერას იტაცებ, ბულბულნი წვიმად გევლებიან ღვთიურ ბგერებით, მაღლა მზე მეფობს უდარდელად, აქ კი მიწაზე, შენ, სადა კაბა, მოხდენილი ჟღალი ბერეტი. ტირიფებს ზღვასთან უცხო ქალის სურნელი შერჩათ, მეცხადებიან ღამღამობით შიშველ ლანდებად, გაივლის ბევრი წელიწადი, თუმცა იმ ლერწამს შენ რომ მოგავხარ დრო ვერაფრით გაუმკლავდება. აკაციების სევდიან დგომას მივბაძო, ვცდილობ, შენ ამ დროს ალბათ დასეირნობ უცხო სხეულთან, წახვედი, მაგრამ არ გიცვლია ნაცნობი კილო არც ასე ქალურ სიარულსაც გადაჩვეულხარ. მაგნოლიები დაგცქერიან მაღლიდან ხარბად, არ იმჩნევ ნაცად კომპლიმენტებს უკვე წლებია, დღეს დაიბადე, როგორც მახსოვს, სხვები კი ალბათ შენს თითოუელ დანახვაზე იბადებიან. არ სურთ აშკარად ქრიზანთემებს შენი დათმობა, მთებმა დაჩრდილეს თოლიების კორიანტელი, გკითხე ასაკი, შენ მიბიძგე გამოსაცნობად. ასე უნებურ წლები უხვად ჩამოგაკელი.. გვირილებს ერთი შერჩენიათ გულსმიღმა ჯავრი, გაუჩერდები, გიამბობენ სულ უფრო წვრილად, მოდიხარ წელში გამართული, ლოდინით არრის და ზეცისფერი თვალებიდან ღიმილი გცვივა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გასაგებია თქვენი აზრი, მადლობთ მელ.ზ. გასაგებია თქვენი აზრი, მადლობთ მელ.ზ.
1. დამიწერია 3 ქულა, არ ვიცი როდის დავწერე, ვფიქრობ 2 საკმარსი იქნებოდა. ისეთი არაფერი
დამიწერია 3 ქულა, არ ვიცი როდის დავწერე, ვფიქრობ 2 საკმარსი იქნებოდა. ისეთი არაფერი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|